ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

„აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი მტერია“ - სოხუმის დაცემის დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართა

თბილისში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართა, რომელიც გმირთა მოედანზე მივიდა. მონაწილეებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და დააფიქსირეს პოზიცია, რომ აფხაზეთი საქართველოა და რუსეთი მტერი.

„აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი მტერია“ - სოხუმის დაცემის დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართა
„აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი მტერია“ - სოხუმის დაცემის დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართაBM.GE

თბილისში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა გმირთა მოედანზე მივიდა.

მსვლელობის მონაწილეებმა ადგილზე წაიკითხეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების სახელები და გვარები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მსვლელობის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ აფხაზეთი საქართველოა და რუსეთი მტერი. მათ გაშლილი ჰქონდათ შესაბამისი ბანერიც წარწერით: „აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს - რუსეთი მტერია“.

მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მასში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ოპოზიციონერი ლიდერები მონაწილეობდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.