ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ მივყვებით მხოლოდ და მხოლოდ კანონიერ და კონსტიტუციურ პროცესს, მათ შორის იმ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს ობიექტური მტკიცებულებები ჩვენი სარჩელიდან გამომდინარე
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლება კანონიერ და კონსტიტუციურ პროცესს მიჰყვება იმ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, რომელთა წინააღმდეგაც სარჩელში ობიექტური მტკიცებულებები არსებობს. მან ასევე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ევროპელი ბიუროკრატების ქმედებები მართლმსაჯულების პროცესებში ჩარევის მცდელობად შეაფასა.

ჩვენ მივყვებით მხოლოდ და მხოლოდ კანონიერ და კონსტიტუციურ პროცესს, მათ შორის იმ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს ობიექტური მტკიცებულებები ჩვენი სარჩელიდან გამომდინარე, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ევრო ბიუროკრატები როგორ უხეშადაც ერეოდნენ არჩევნებში, ასევე უნდათ ჩარიონ სასამართლო პროცესებში.
„როგორც არჩევნების დროს არჩევნებში უხეშად ჩარევით იყვნენ დაკავებული, როდესაც გადათელილი ჰქონდათ საერთაშორისო სამართალი, ქვეყნებს შორის ურთიერთობა, დემოკრატიის პრინციპები, არჩევნებში ჩაურევლობის პრინციპები, ახლა ასე ცდილობენ, რომ ჩაერიონ სასამართლო პროცესებში“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რიგით მეცხრე იდენტური შინაარსის რეზოლუცია ევროპარლამენტმა დაამტკიცა. დოკუმენტზე დებატები ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში გაიმართა. ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატები და რეზოლუცია უკვე შეფასდა როგორც მორიგი პოლიტიკური ხმაურის შექმნის მცდელობა, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეზოლუციას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარებს, უსაფუძვლო ბრალდებებით, ქართული მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევა სურთ. აქცენტს აკეთებენ ქართულ ოპოზიციასთან ევრო ბიუროკრატების კავშირზე.
ციტატები სტატიიდან
„როგორც არჩევნების დროს არჩევნებში უხეშად ჩარევით იყვნენ დაკავებული, როდესაც გადათელილი ჰქონდათ საერთაშორისო სამართალი, ქვეყნებს შორის ურთიერთობა, დემოკრატიის პრინციპები, არჩევნებში ჩაურევლობის პრინციპები, ახლა ასე ცდილობენ, რომ ჩაერიონ სასამართლო პროცესებში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.