ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარსელსა და ლიონში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის ქალაქებში, მათ შორის მარსელსა და ლიონში, ახალგაზრდების საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პარიზსა და რენში მომიტინგეებმა მედიის ოფისის ბლოკირება და ცეცხლმოკიდებული ბარიკადების მოწყობა სცადეს.

მარსელსა და ლიონში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
მარსელსა და ლიონში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენაიმედინიუსი

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ახალგაზრდები საპროტესტო აქციებს მართავენ. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მარსელში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, პარიზში მემარჯვენე ტელეარხ CNews-ის ოფისთან აქციის მონაწილეებმა შესასვლელი გადაკეტეს, ხოლო რენში დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა ცეცხლმოკიდებული ბარიკადებით სცადეს.

მარსელში დემონსტრანტებმა პრადოს ბულვარი მცირე ხნით ნაგვის ურნებითა და სკუტერებით გადაკეტეს. მოგვიანებით სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი ქუჩებიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებით განდევნა.

„აქ განათლებისთვის გამოყოფილი სამარცხვინოდ მცირე რესურსებისა და პოლიციის ძალადობის გასაპროტესტებლად ვართ“, - განაცხადა ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელსაც სახეზე ნიღაბი ეკეთა.

პოლიციის ცნობით, დასავლეთ პარიზში მდებარე შენობის ავტოსადგომის შესასვლელი ნიღბიანმა პირებმა გადაკეტეს. იმავე შენობაში რადიოსადგურ Europe 1-ის ოფისიც არის განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა საგანი ისროლეს და რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრიეს.

ბრეტანის რეგიონში მდებარე ქალაქ რენში დემონსტრანტთა ჯგუფმა ცეცხლმოკიდებული ბარიკადების მოწყობით მოძრაობის შეფერხება სცადა. ამის შესახებ რეგიონულმა პოლიციის პრეფექტურამ სოციალურ ქსელში დაწერა. ადგილზე სამართალდამცველები გაგზავნეს.

საპროტესტო აქცია იმართება საფრანგეთის ქალაქ ლიონშიც. პოლიციამ ათეულობით ახალგაზრდა დემონსტრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დემონსტრანტების დაკავების კადრები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აქ განათლებისთვის გამოყოფილი სამარცხვინოდ მცირე რესურსებისა და პოლიციის ძალადობის გასაპროტესტებლად ვართ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პარიზსა და ლიონში საპროტესტო აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები