ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

,, სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია” – თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა მშვილდაძეზე

ფედერალისტების დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიშა მშვილდაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას „სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს“. ჩერგოლეიშვილი ასევე იხსენებს წარსულს, როდესაც მისი თქმით, „ტაბულას“ შანტაჟებდნენ და სააკაშვილის გაკრიტიკებაზე უარის თქმის გამო რეკლამის გაყიდვაზე უარს ეუბნებოდნენ.

,, სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია” – თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა მშვილდაძეზე
,, სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია” – თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა მშვილდაძეზეალია

ფედერალისტების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

,,ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, ტელევიზია იმიტომ დავხურე და წავედი online, რომ ფეხი არ მწვდებოდა იქამდე, რომ სამაუწყებლო ხარჯებიც დამეფარა და ხელფასებიც.

მაშინ ტაბულას გადასარჩენი რესურსი არ ჭირდა, უბრალოდ პირობას მიყენებდნენ – იმისთვის, რომ ოპოზიციურ სარეკლამო sales house-ს ტაბულას რეკლამა გაეყიდა, სააკაშვილი არ უნდა გამეკრიტიკებინა, არ უნდა გვესაუბრა რეალურად, უნდა გვეღალატა პროფესიისთვის და ისე უნდა დამეჩლუნგებინა თავი, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, როგორი ჩლუნგიც ოპოტელემედია და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილია. (ცხადია, დემონური ხარხარი მიტყდებოდა ამ სამარცხვინო შანტაჟზე).

თავიდან, ვცადე მაშინაც გადარჩენა – ვიფიქრე, რომ ტელემედია სივრცეში არსებობს ხალხი, რომელსაც აქვს წონა და რომელსაც ეს მდაბიო შანტაჟი ისე აღაშფოთებს, რომ არ შეეგუება.

ჩემი საზომით ვზომავდი.

მალევე მივხვდი, რომ ჩემი საზომი მაგათ არ ერგებათ ისეთი ბოგანოები არიან და უბრალოდ უნდა განადგურდეს ეგ კორუმპირებული, უწესობასთან შემგუებელი და თავადაც უწესო კასტა.

ხოდა, ახლა მიშა მშვილდაძეს ვაკვირდები, რომელმაც თავი ისეთ დღეში ჩაიგდო, თანამშრომელს სინავს და პასუხს ვერ სცემს.

სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია.

P.S. დაპირებული ვარ მას, რომ ზუსტად ასე მოხდებოდა, უბრალოდ მაშინ ისე “ჟირნად” იყო – გიჟად ჩამთვალა

ყველას იგივე მოგივათ, რასაც დაგპირდით, იმიტომ კი არა, რომ

მე შეგისრულებთ, არა –

სისტემური კანონზომიერება შეგისრულებთ, ანუ ის, რაც თქვენ არასოდეს გისწავლიათ და არც ის დაგიმახსოვრებიათ, რომ

“ქაღალდის გარდა, ამ ქვეყანაზე არის კიდევ სინდისი”.

პატივისცემით (რა სისულელეა, ზრდილობისთვის ვამბობ),

ვირუსი“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.