სტამბოლში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სამი სართული ჩამოინგრა – არის მსხვერპლი
სტამბოლის მალთეფეს რაიონში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 გადაარჩინეს, სამი პირის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, 10 კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს. კიდევ სამ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას მოხდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შენობის ჩამონგრევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 1987 წელს აშენებული კორპუსი თავდაპირველად ოთხსართულიანი იყო, მოგვიანებით კი მას სამი სართული დაემატა. მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…