პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სტამბოლში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

სტამბოლსა და მის შემოგარენში ისტორიული მასშტაბის ნალექით გამოწვეულ წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის გუბერნატორის, დავუთ გიულის ცნობით, მაშველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც ქალაქს ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაატყდა თავს.

სტამბოლში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა
რუსთავი 2

სტამბოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მაშველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანის ცხედარი იპოვეს მას შემდეგ, რაც თურქეთის უდიდეს ქალაქს ბოლო 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაატყდა თავს, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

სტამბოლის გუბერნატორმა, დავუთ გიულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტამბოლში 6 ადამიანი დაიღუპა, მეგაპოლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში წყალმა კიდევ 2 ცხედარი გამორიყა, რომლებიც მეზობელი პროვინციიდან იყვნენ.

ოთხშაბათს მოსულმა ისტორიულად ძლიერმა ნალექმა, რომელიც, ოფიციალური პირების განცხადებით, 1942 წელს დაკვირვებების დაწყების შემდეგ ყველაზე ძლიერი იყო, ქაოსი და უეცარი წყალდიდობები გამოიწვია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ იტაცებდა სწრაფად მომდინარე წყალი ავტომობილებსა და ადამიანებს.

მედიის ინფორმაციით, სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, ქალაქში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სტამბოლში წყალდიდობით გამოწვეული მსხვერპლი გაიზარდა - სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, გაუქმდა და გადაიდო ასობით ავიარეისიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები