ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტანას ხეობაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტანას აღკვეთილში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი გაუშვეს. ფრინველები გორის მუნიციპალიტეტს საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" საჩუქრად გადასცა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტანას ხეობაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტანას ხეობაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვესრუსთავი 2

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტანას ხეობაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს.

ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოების სპეციალისტებმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, ტანას აღკვეთილში, ველურ ბუნებაში 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი გაუშვეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფრინველების ბინადრობისა და გამრავლებისთვის შესაბამისი ბუნებრივი გარემოა.

ღონისძიების მიზანია გნოლისა და კაკბის პოპულაციების გამრავლება, მათი ბუნებრივ გარემოში გავრცელება და ველური ფაუნის მრავალფეროვნების ხელშეწყობა.

კაკბები და გნოლები გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" გადასცა.

ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია უნიკალური ფრინველების გამრავლებასა და შემდგომ მათ ველურ ბუნებაში გაშვებას აფინანსებენ.

მათ შორისაა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით, საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი, კაკაბი და გნოლი გავრცელდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები