ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარანტირებული უფლებაა, პატიმრის და ადვოკატის მიმოწერა, კორესპონდენცია და ა.შ. იყოს ხელშეუხებელი - ბესელია

ეკა ბესელია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმარ გიორგი დავითაძისა და ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძის კორესპონდენციისა და ჩანაწერების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას ეხმაურება და პასუხისმგებლობას მოითხოვს. საიას ცნობით, ადვოკატს ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს, რის გამოც მან ჩანაწერები დახია.

გარანტირებული უფლებაა, პატიმრის და ადვოკატის მიმოწერა, კორესპონდენცია და ა.შ. იყოს ხელშეუხებელი - ბესელია
გარანტირებული უფლებაა, პატიმრის და ადვოკატის მიმოწერა, კორესპონდენცია და ა.შ. იყოს ხელშეუხებელი - ბესელიაTV პირველი

“მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ იმ ადმინისტრაციის თანამშრომელმა, რომელმაც პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატს ციხიდან ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცა, უფლებები არ იცის და ამისთვის აუცილებლად პასუხი უნდა აგოს.

ბესელიას თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტირებული უფლებაა, პატიმრის და ადვოკატის, რომ ერთმანეთთან მიმოწერა, კორესპოდენცია და ა.შ. იყოს ხელშეუხებელი

ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს ციხის ადმინისტრაციამ, ვიზუალურად შეხედოს, ხომ არ არის აკრძალული საგანი ან ნივთი, მაგრამ შინაარსობრივი გაცნობის უფლებაც არ აქვთ, წაკითხვის უფლება არ აქვთ. ჩამორთმევის უფლება არ აქვთ. ეს არის ერთ-ერთი მაღალი გარანტია, რომელიც კონფიდენციალობის პრინციპს ეხმიანება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა და მე ძალიან გაოცებული ვარ რომ ასეთ უფლებებში, რომელიც განსაკუთრებით დაცულია და კონსტიტუციურ დონეზეა აყვანილი, ასეთ უფლებებში ასე უხეშად ერევა ადმინისტრაციის თანამშრომელი, ეს ვინც ჩაიდინა, მან პასუხი უნდა აგოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან არ იცის უბრალოდ მთავარი უფლებები, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტირებული უფლებაა პატიმრის და ადვოკატის, რომ ერთმანეთთან მიმოწერა, კორესპონდენცია და ა.შ. იყოს ხელშეუხებელი, - ამბობს ეკა ბესელია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის შესახებ აცხადებს. საიას ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძეს შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს, რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს და დაწესებულების დატოვება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც საკუთარი ჩანაწერები დახია.

ორგანიზაცია მომხდარზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პატიმარ დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ საის ადვოკატს ციხიდან არ უშვებდნენ, ვიდრე ჩანაწერები, რომელიც გააკეთა, თავადვე არ დახიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები