პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქვემო ქართლის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვემო ქართლში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ხოლო მის თანმხლებ არასრულწლოვანთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ქვემო ქართლის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
იმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანმხლებ არასრულწლოვანთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით საკუთარ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხა ჩარიცხეს, შემდეგ კი აღნიშნული აპარატი დააზიანეს და მასში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

„კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 3784 ლარი შეადგინა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო თანმხლები არასრულწლოვანის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ალიაოპოზიციურიდააკავეს პირი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე ჯერ თანხა ჩარიცხა, შემდეგ კი აპარატი დააზიანა და თანხა უკან აიღო
  2. ტაბულაოპოზიციურირუსთავში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 3784 ლარი შეადგინა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო თანმხლები არასრულწლოვანის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები