დავით კოდუა: ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია
ზუგდიდის მერი დავით კოდუა სოფელ რიყის მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა მათი საქმიანობის ძირითადი პრინციპია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, რიყის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ გახოკიძესთან ერთად, რიყის მოსახლეობას შეხვდა, გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.
,,მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია და მიღწეული შედეგების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თითოეულ მათგანთან გვაქვს ვალდებულება, მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ და რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული, ანგარიშვალდებულება
და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია. რიყე არის ჩემპიონების სოფელი, რომლის ძალოსნებმა 216 მედალი მოიპოვეს. მადლობა ჩემპიონების აღზრდისთვის!“, - აღნიშნა დავით კოდუამ.
რიყეში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მათ შორისაა გზების რეაბილიტაციის, გარე განათების, ხიდ-ბოგირების მოწყობისა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მოადგილეები ესწრებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…