ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი: დიალოგის აუცილებლობა ქვეყნებს შორის და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას!

ხალხის ძალა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ისაუბრა დიალოგის მნიშვნელობაზე, ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილებაზე და 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ ეუთოს დასკვნებზე.

ეკა სეფაშვილი: დიალოგის აუცილებლობა ქვეყნებს შორის და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას!
ეკა სეფაშვილი: დიალოგის აუცილებლობა ქვეყნებს შორის და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას!იმედინიუსი

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. მან ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ლუის გრასას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იზოლაცია პრობლემიდან გამოსავალი არ არის, ხოლო საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა დემოკრატიის შეფასების კრიტერიუმებზე, საქართველოში 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნაზე და ხაზი გაუსვა დიალოგის, თანმიმდევრულობისა და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილების მნიშვნელობას.

მადლობა, ლუის გრასა, თქვენი სიტყვისა და ყურადღებისთვის იმ საკითხებისადმი, რომლებიც ეხება საქართველოს და ყველაზე მეტად პრობლემატურია ქართველი ხალხისთვის. ვგულისხმობ იმის აღნიშვნასა და ხაზგასმას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.

მართლაც, იზოლაცია არ არის პრობლემიდან გამოსავალი და საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. როდესაც ჩვენ ვზომავთ დემოკრატიის დონეს ან დემოკრატიზაციის პროცესს სხვადასხვა კრიტერიუმების გამოყენებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურად და პროგრესულად აფასებენ საქართველოს. ამრიგად, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ნეგატიური თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ადამიანს არ სჯერა არჩევნების შედეგების და ახსენებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს [ political detention] - ეს მიუღებელია საქართველოსთვის. მე მჯერა, რომ ამ ასეთი აღქმები და დამოკიდებულებები [საუბარია აღქმებზე პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სხვა ნეგატიურ შეფასებებზე რიგი პოლიტიკოსების მხრიდან] ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.

უფრო მეტიც, არსებობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიტიური დასკვნა საქართველოში 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებზე. პირველ რიგში, ამ დასკვნას პატივი უნდა სცეს თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ჩვენ კი ვიხილეთ საპირისპირო სურათი, დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შეიმუშავა რეზოლუციები და დეკლარაციები საქართველოსთან დაკავშირებით, რომლებიც სრულ წინააღმდეგიბაშია მათ მიერვე საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილ დასკვნასთან.

ამრიგად, თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში და გლობალურ უსაფრთხოებაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები