პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი: საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ისაუბრა დიალოგის მნიშვნელობაზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, 2024 წლის არჩევნებზე და ორმაგი სტანდარტების დაუშვებლობაზე.

ეკა სეფაშვილი: საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას
იმედინიუსი

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა დიალოგის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო შეფასებებსა და 2024 წლის არჩევნების ირგვლივ გაჟღერებულ განცხადებებზე.

„მადლობა, ლუის გრასა, თქვენი სიტყვისა და ყურადღებისთვის იმ საკითხებისადმი, რომლებიც ეხება საქართველოს და ყველაზე მეტად პრობლემატურია ქართველი ხალხისთვის. ვგულისხმობ იმის აღნიშვნასა და ხაზგასმას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.

მართლაც, იზოლაცია არ არის პრობლემიდან გამოსავალი და საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. როდესაც ჩვენ ვზომავთ დემოკრატიის დონეს ან დემოკრატიზაციის პროცესს სხვადასხვა კრიტერიუმების გამოყენებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურად და პროგრესულად აფასებენ საქართველოს. ამრიგად, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ნეგატიური თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას, იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ადამიანს არ სჯერა არჩევნების შედეგების და ახსენებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს [ political detention] - ეს მიუღებელია საქართველოსთვის. მე მჯერა, რომ ასეთი აღქმები და დამოკიდებულებები [საუბარია აღქმებზე პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სხვა ნეგატიურ შეფასებებზე რიგი პოლიტიკოსების მხრიდან] ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში არსებობს. უფრო მეტიც, არსებობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიტიური დასკვნა საქართველოში 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებზე. პირველ რიგში, ამ დასკვნას პატივი უნდა სცეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც შემდგომ შეიმუშავა რეზოლუციები და დეკლარაციები საქართველოსთან დაკავშირებით, რომლებიც სრულ წინააღმდეგიბაშია მათ მიერვე საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით დაწერილ დასკვნასთან.

ამრიგად, თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, და ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოეკა სეფაშვილი: საქართველოს არასოდეს დაუხურავს სივრცე დიალოგისთვის. თუ ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, დიალოგი მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება
  2. იმედინიუსისამთავრობოეკა სეფაშვილი: დიალოგის აუცილებლობა ქვეყნებს შორის და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას!
  3. პირველი არხისამთავრობოეკა სეფაშვილი – ქვეყნებს შორის დიალოგის აუცილებლობა და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკა სეფაშვილი: გლობალური ეკონომიკისა და ციფრულ ტრანსფორმაციის საერთო განვითარებაში, საქართველო ასრულებს საკვანძო როლს და ამით წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები