ალექსანდრე რაქვიაშვილი – პარლამენტში არ შევალ და დებატებში არ დავჯდები, ნიშნავს, რომ ან რევოლუციას აწყობ, ან ოპოზიციას შეგნებულად ასუსტებ, ან არაფერი გესმის პოლიტიკის
ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტი და დებატებზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ოპოზიციონერი ან რევოლუციას აწყობს, ან შეგნებულად ასუსტებს ოპოზიციას, ან პოლიტიკის არაფერი გაეგება.

გუშინ ანი წითლიძემ „ქოცები“ და მათი სარჩელი მიწასთან გაასწორა. მას რომ ეს შეეძლო, მოულოდნელი არაა, მაგრამ გამიკვირდა იმ ადამიანების, ვინც ასე აღტაცებით ავრცელებდნენ მის ვიდეოს და ამასთან, ზოგადად, მხარს უჭერენ პარლამენტის ბოიკოტს, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩი“) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პარლამენტი სკამი და ხელფასი არ არის, ეს არის ყოველდღიური შესაძლებლობა, ოპონენტებს პირდაპირ უთხრა ის, რაც სათქმელია.
„ხოლო პოლიტიკა ზუსტად რომ სიტყვით დაპირისპირებაა და პოლიტიკა რომ ცოცხალი იყოს, ამისთვის სივრცე უნდა არსებობდეს, სადაც ასეთი დაპირისპირება არის შესაძლებელი. ჰოდა, თუ ეს გამოსვლა ცუდია ქართული ოცნებისთვის, მაშინ ათობით და ასობით ასეთი გამოსვლა ხომ მთლად საშიში გახდებოდა ხელისუფლებისთვის? ახლა ამ გამოსვლას, როგორც არ უნდა ატრიალო, ცოტა ადამიანი ნახავს და პროპაგანდა მას მაინც გაუმკლავდება, მაგრამ ათობით ასეთი და უკეთესი გამოსვლები რომ ყოფილიყო პარლამენტში ყოველკვირეულად, მაშინ ოცნებას დიდი პრობლემა შეექმნებოდა.
ასე რომ, ოპოზიციის პრობლემები არა მხოლოდ ქართული ოცნების დამსახურებაა, ეს ასევე იმ უგუნურობის დამსახურებაა, რომლის შედეგად ხალხმა:
– „ბოიკოტი“ კარგ ამბად მიიჩნია;
– პოლიტიკოსებს პოლიტიკის კეთება აუკრძალა და მერე იმას გაჰყვირის, რომ „პოლიტიკა მოკვდა“;
– და პარლამენტში უმეტესწილად ისეთი ადამიანები აირჩია, რომელთაგან არავინაა ისეთი, ვისაც რაიმე ხეირიანის თქმის უნარი გააჩნია.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ უგუნურობის გავრცელებაში ანის პარტიას დიდი წვლილი ეკუთვნის.
არადა, ხალხს აშკარად პოლიტიკა სწყურია. მას პოლიტიკოსების პოლიტიკური დაპირისპირება მოსწონს და არა ის მარაზმი, რომელიც, მაგალითად, მედიაში ხდება, როცა პოლიტიკურ გადაცემებში პოლიტიკოსები მარტო თუ სხედან, ხოლო ეთერი გავსებულია იმ ხალხით, ვისაც საერთოდ არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა – აქტივისტები, პატიმრების ახლობლები თუ ჟურნალისტები (ამ უკანასკნელებს საერთოდ რა ესაქმებათ ერთმანეთთან რესპონდენტებად რომ დადიან, ხომ საერთოდ არ მესმის).
ჰოდა, დროა, მარტივი ჭეშმარიტებები გავიაზროთ და შეცდომები არ გავიმეოროთ. პოლიტიკა სიტყვით დაპირისპირებაა და არა სადღეგრძელოების ეთერში თქმა. პოლიტიკოსები უნდა დებატობდნენ პარლამენტში და ეთერებში. რადგან როცა და თუ ლაპარაკი ჩერდება, იწყება ჩხუბი: ამიტომ „პარლამენტში არ შევალ და დებატებში არ დავჯდები“ ნიშნავს, რომ: ა) ან რევოლუციას აწყობ და ლაპარაკის დრო არ გაქვს; ბ) ან ხელისუფლების მხარეს ხარ და ოპოზიციას შეგნებულად ასუსტებ; გ) ან არაფერი გესმის პოლიტიკისა.
ვინ ვინაა, ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ხოლო პოლიტიკა ზუსტად რომ სიტყვით დაპირისპირებაა და პოლიტიკა რომ ცოცხალი იყოს, ამისთვის სივრცე უნდა არსებობდეს, სადაც ასეთი დაპირისპირება არის შესაძლებელი. ჰოდა, თუ ეს გამოსვლა ცუდია ქართული ოცნებისთვის, მაშინ ათობით და ასობით ასეთი გამოსვლა ხომ მთლად საშიში გახდებოდა ხელისუფლებისთვის? ახლა ამ გამოსვლას, როგორც არ უნდა ატრიალო, ცოტა ადამიანი ნახავს და პროპაგანდა მას მაინც გაუმკლავდება, მაგრამ ათობით ასეთი და უკეთესი გამოსვლები რომ ყოფილიყო პარლამენტში ყოველკვირეულად, მაშინ ოცნებას დიდი პრობლემა შეექმნებოდა. ასე რომ, ოპოზიციის პრობლემები არა მხოლოდ ქართული ოცნების დამსახურებაა, ეს ასევე იმ უგუნურობის დამსახურებაა, რომლის შედეგად ხალხმა: – „ბოიკოტი“ კარგ ამბად მიიჩნია; – პოლიტიკოსებს პოლიტიკის კეთება აუკრძალა და მერე იმას გაჰყვირის, რომ „პოლიტიკა მოკვდა“; – და პარლამენტში უმეტესწილად ისეთი ადამიანები აირჩია, რომელთაგან არავინაა ისეთი, ვისაც რაიმე ხეირიანის თქმის უნარი გააჩნია. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ უგუნურობის გავრცელებაში ანის პარტიას დიდი წვლილი ეკუთვნის. არადა, ხალხს აშკარად პოლიტიკა სწყურია. მას პოლიტიკოსების პოლიტიკური დაპირისპირება მოსწონს და არა ის მარაზმი, რომელიც, მაგალითად, მედიაში ხდება, როცა პოლიტიკურ გადაცემებში პოლიტიკოსები მარტო თუ სხედან, ხოლო ეთერი გავსებულია იმ ხალხით, ვისაც საერთოდ არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა – აქტივისტები, პატიმრების ახლობლები თუ ჟურნალისტები (ამ უკანასკნელებს საერთოდ რა ესაქმებათ ერთმანეთთან რესპონდენტებად რომ დადიან, ხომ საერთოდ არ მესმის). ჰოდა, დროა, მარტივი ჭეშმარიტებები გავიაზროთ და შეცდომები არ გავიმეოროთ. პოლიტიკა სიტყვით დაპირისპირებაა და არა სადღეგრძელოების ეთერში თქმა. პოლიტიკოსები უნდა დებატობდნენ პარლამენტში და ეთერებში. რადგან როცა და თუ ლაპარაკი ჩერდება, იწყება ჩხუბი: ამიტომ „პარლამენტში არ შევალ და დებატებში არ დავჯდები“ ნიშნავს, რომ: ა) ან რევოლუციას აწყობ და ლაპარაკის დრო არ გაქვს; ბ) ან ხელისუფლების მხარეს ხარ და ოპოზიციას შეგნებულად ასუსტებ; გ) ან არაფერი გესმის პოლიტიკისა. ვინ ვინაა, ეს უკვე თქვენ გადაწყვიტეთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…