ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, ამ კვლევამ, ასე ვთქვათ, სარკეში ჩაახედა და დაინახეს, რომ რანაირი რეიტინგი არ აქვთ" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

ქართული ოცნება

ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, IRI-ის კვლევამ ოპოზიციის რეალური და დაბალი რეიტინგები აჩვენა, რამაც ნაწილი პოლიტიკურ ველზე შეასუსტა. კვლევის არაოფიციალური მონაცემები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, ამ კვლევამ, ასე ვთქვათ, სარკეში ჩაახედა და დაინახეს, რომ რანაირი რეიტინგი არ აქვთ" - ალექსანდრე რაქვიაშვილი
"ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, ამ კვლევამ, ასე ვთქვათ, სარკეში ჩაახედა და დაინახეს, რომ რანაირი რეიტინგი არ აქვთ" - ალექსანდრე რაქვიაშვილირუსთავი 2

IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით, კვლავ პოლიტიკური შეფასებები კეთდება. საუბარია კვლევაზე, რომლის თანახმადაც, გავრცელებული არაოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს მაღალი მხარდაჭერა აქვს, ხოლო ოპოზიციური პარტიების ჯამური მაჩვენებელი მინიმალურია.

"თავისუფალი ხალხის პარტიის" სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ IRI-ის კვლევამ ოპოზიციის რეალური მდგომარეობა და მცირე რეიტინგები გამოაჩინა.

"ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ამ კვლევამ, ასე ვთქვათ, სარკეში ჩაახედა და დაინახეს, რომ რანაირი რეიტინგი არა აქვთ. ეს მოსალოდნელი იყო რაღაც გაგებით. ჩვენთვისაც შეიძლება არ იყო ძალიან სასიამოვნო კვლევა ამ გადმოსახედიდან, მაგრამ ჩვენ მინიმუმ რეიტინგი მაინც არ დაგვივარდა და ვიღაცები უბრალოდ გაქრნენ პოლიტიკური ველიდან. ამიტომ, მესმის რომ ზოგს არ მოეწონა ის შედეგები, რაც დაინახეს. საბოლოო ჯამში, ალბათ IRI-ს გასაკეთებელია კომენტარი კვლევაზეც და ვის რატომ გაუგზავნეს", - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, ყველას ერთად კი 16 პროცენტი. ქართული ოცნების შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ამ კვლევამ, ასე ვთქვათ, სარკეში ჩაახედა და დაინახეს, რომ რანაირი რეიტინგი არა აქვთ. ეს მოსალოდნელი იყო რაღაც გაგებით. ჩვენთვისაც შეიძლება არ იყო ძალიან სასიამოვნო კვლევა ამ გადმოსახედიდან, მაგრამ ჩვენ მინიმუმ რეიტინგი მაინც არ დაგვივარდა და ვიღაცები უბრალოდ გაქრნენ პოლიტიკური ველიდან. ამიტომ, მესმის რომ ზოგს არ მოეწონა ის შედეგები, რაც დაინახეს. საბოლოო ჯამში, ალბათ IRI-ს გასაკეთებელია კომენტარი კვლევაზეც და ვის რატომ გაუგზავნეს“
ალექსანდრე რაქვიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.