პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატიმრებით გადავსებული ციხეები - ადვოკატებმა 16 ნოემბერს აქცია დააანონსეს

საქართველოს პარლამენტი

ციხეებში გადატვირთულობისა და მძიმე პირობების გასაპროტესტებლად ადვოკატებმა 16 ნოემბერს პარლამენტის უკან აქცია დააანონსეს და საყოველთაო ამნისტია მოითხოვეს. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, ექვსადგილიან საკნებში ათი პატიმარი იმყოფება, ხოლო სამედიცინო მომსახურება იღბალზეა დამოკიდებული.

პატიმრებით გადავსებული ციხეები - ადვოკატებმა 16 ნოემბერს აქცია დააანონსეს
TV პირველი

ადვოკატები საპროტესტო აქციას აანონსებენ - უფლებადამცველები 16 ნოემბერს პარლამენტის უკან შეიკრიბებიან. მიზეზი ციხეთა სისტემაში არსებული ვითარება და პატიმრებით გადავსებული საკნებია.

როგორც "პირველებს" დღეს ადვოკატებმა უთხრეს, რომ ერთ საკანში ექვსის ნაცვლად ათი პატიმარიც კი არის, რადგან სხვაგან ადგილები საკმარისი არ არის. უფლებადამცველები გამოსავალს საყოველთაო ამინისტიის გამოცხადებაში ხედავენ.

6 ადგილიან საკანში არის 10 პატიმარი. ყველამ კარგად ვიცით, რა საშინელი საკვები არის ციხეებში და რომ იღბალზე არის დამოკიდებული სამედიცინო მომსახურება. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ოფიციალური ვერსიით, რასაც პენიტენციური ამბობს, რომ თითქოს, ადამიანები საწოლიდან ვარდებიან და იღუპებიან, რადგან არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტრა ციხეებში - როდემდე უნდა დაიღუპონ ადამიანები? ერტადერთი გამოსავალი არის საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია. ჩვენ ვიკრიბებით 16 ნოემბერს 18:00 საათზე პარლამენტის უკან", - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

პატიმრები რომ დასაშვებზე მეტია, ეს 2026 წლის სტატისტიკაშიც არის ნათქვამი - ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, თანახმად, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა, ხოლო 3 ციხეში კვლავ იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ამ ციხეებისთვის დადგენილი ლიმიტია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გადავსებული ციხეები - ადვოკატები საყოველთაო ამნისტიის აუცილებლობაზე საუბრობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები