ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა. შეხვედრა ქალაქ არუშაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავება, ტურიზმისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობა.

შალვა პაპუაშვილი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ტანზანიის მხარის მიერ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მაღალ დონეზე ორგანიზება. შალვა პაპუაშვილმა ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე და გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მზაობა. ასევე, განიხილეს ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით თანამშრომლობა.

შეხვედრა შედგა ტანზანიის ქ. არუშაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – მონაწილეობას ვიღებ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე, შესაძლებლობა მექნება, რომ ასამბლეის ფარგლებში ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები