შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ნაურუს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის პირველი შეხვედრაა.
პრესსამსახურის თანახმად, შალვა პაპუაშვილმა მარკუს სტივენსს მადლობა გადაუხადა ნაურუს გადაწყვეტილებისთვის, რომლის საფუძველზეც ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება გააუქმა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.
„პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის პატივისცემის ნათელი გამოვლინებაა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისია.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს საპარლამენტო კავშირების განვითარების მზაობა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნაურუს რეფორმების მიმართულებით მიღებული წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს.
შეხვედრა ტანზანიის ქალაქ არუშაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი: დღეს შესაძლებლობა მექნება ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდე და მადლობა გადავუხადო იმ გადაწყვეტილებისთვის, რითაც უკან წაიღეს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება
- რუსთავი 2დღეს გრძელდება საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, დებატებში მონაწილეობასთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ორმხრივი შეხვედრები გავმართოთ - შალვა პაპუაშვილი
- რუსთავი 2შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
- ტაბულაპაპუაშვილი ტანზანიაში ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.