ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ბოლტმოჭერილი” მინისტრის ქონება” – ლაშა ბერულავა

ჟურნალისტ ლაშა ბერულავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში საუბარია მარიამ ქვრივიშვილის ვიცე-პრემიერად და ეკონომიკის მინისტრად დანიშვნაზე, მის შესაძლო კავშირებზე წარსულ ფინანსურ საქმეებთან და ქონებრივ დეკლარაციებთან.

“ბოლტმოჭერილი” მინისტრის ქონება” – ლაშა ბერულავა
“ბოლტმოჭერილი” მინისტრის ქონება” – ლაშა ბერულავაალია

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

“მთავრობაში ხალხი დადის გოდებით,

მინისტრებს ვერ ამაგრებენ “ბოლტებით…”

(ეს სტატუსი წინ უძღოდა დღეს დილით პრემიერის მიერ მარიამ ქვრივიშვილის წარდგენას ვიცე-პრემიერად, რამაც, თავის მხრივ, ბევრს გაახსენა გიორგი გახარიას აღზევება პრემიერად).

–

არ ვიცი, ვინ არის ეს ფეისბუქმომხმარებელი, მაგრამ დიიიდი ეკონომიკის დიიიდი მინისტრის დანიშვნის დღეს გაკეთებული კომენტარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავისი წინასწარმეტყველური უნარების გაუმჯობესებაზე ან სათანადოდ გამოყენებაზე ნამდვილად კი უნდა იმუშაოს…

ამხანაგი კომკავშირის მდივანი მარიამ ქვრივიშვილი აშკარად კი გადაურჩა დროის მრისხანე მდინარებას და მდინარაძის რისხვასაც, მაგრამ როგორც ამბობენ, მის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საქმე იმ 130 მილიონთან დაკავშირებით, რომელიც ტურიზმის განვითარებას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ აორთქლდა. ჰოდა, შოთაძის დროინდელმა პროკურატურამ ამ თემაზე მოკვლევაც კი დაიწყო, მაგრამ მერე, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, შოთაძე წავიდა და საქმეც თაროზე შემოიდო. თაროზე შემოდებულ საქმეს და მასზე დადებულ მტვერს კი ერთი სულის შებერვაღა უნდა.

2025 წლის ბოლოს ამოვარდნილი ქარიშხლის დროს, სადაც სხვა მინისტრებს “ბოლტებით” ვერ ამაგრებდნენ სავარძელზე და პანტაპუნტით ხსნიდნენ ან იჭერდნენ, ქალბატონი მარიამი გადარჩა – მისი “ბოლტები” ეტყობა, კარგად აღმჩნდა ჩაბეტონებული. მაგრამ წინ კიდევ ბევრი ქარიშხალია. ნაპერწკალი, საიდანაც ალი უნდა აინთოს, შესაძლოა, მისი დეკლარაცია აღმოჩნდეს და ვიღაცას გაუჩნდეს სამართლიანი შეკითხვა: რატომ მდიდრდება ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში, სადაც ეკონომიკის ზრდა მხოლოდ ქაღალდზეა და ამ ზღაპრის არავის, თვით მთავრობის წევრებსაც არ სჯერათ?

ქალბატონი მინისტრის “ბოლტები” კი ჩანს ჩაბეტონებული, მაგრამ ერთიცაა: მედიახელშეუხებლობა დაკარგა და ერთი სიუჟეტით ისე გაკრეს კბილი, რომ, კბენას მიუჩვეველმა, იუცხოვა, მაგრამ რას იზამთ, ქალბატონო მარიამ, ასე იცის პრესამ, წამოიძახებს: ქალბატონო მარიამ, როგორ ბრძანდებით, თქვენზე არ დაგვიწერია რამდენი ხანიაო და უცებ გამოაცხობენ მიძღვნას, სხვადასხვა ფორმაში…

მოკლედ, ჯერ ეკონომიკაშიც თავს ვიტყუებთ და ეკონომიკის მინისტრითაც, მაგრამ იმედია, ასე დიხანს არ გაგძელდება, მანამდე კი ჩვენი ჯერაც ბოლტმოჭერილი მინისტრი და მისი საქმენი საგმირონი პერიოდულად ისევ გავიხსენოთ…

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.