პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როდის და რატომ წაშალა ქვრივიშვილმა ივანიშვილთან გადაღებული ფოტო?

ქართული ოცნება

ჟურნალისტ ლაშა ბერულავას მტკიცებით, „გავრილოვის ღამის“ შემდგომ მარიამ ქვრივიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული ფოტოები წაშალა, თუმცა ნინო ჯღარკავას მიერ ატეხილი განგაშისა და ულტიმატუმის შემდეგ წაშლილი მასალა უკან დააბრუნა.

როდის და რატომ წაშალა ქვრივიშვილმა ივანიშვილთან გადაღებული ფოტო?
ალია

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

ხომ გახსოვთ, რომ პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ, ქოცების ნაწილს, ფეისბუქზე გამოქვეყნებული ერთობლივი ფოტოებისა და მხარდამჭერი სტატუსების წაშლა ახასიათებს?

ზოგის ასეთი მოქმედება გვახსოვს, ზოგის – უკვე დაგვავიწყდა და ზოგის კი არც ყოფილა ისე გახმაურებული, რომ დაგვმახსოვრებოდა, არადა, ქვემოთმოყვანილ შემთხვევაში საქმე ეხება ოცნების პოლიტსაბჭოს წევრს, ეკონომიკის მინისტრსა და აწ უკვე ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილს, რომელზეც კიდევ ერთი ამბის მოყოლას ამ რამდენიმე დღის წინ დაგპირდით.

მალხაზ გულაშვილთან ოქტომბრის დასაწყისში სტუმრად მყოფმა კახი კახიშვილმა რომ ქვრივიშვილი სასტიკად გააკრიტიკა, ამავე დროს მიანიშნა, რომ ზოგიერთები პოლიტსაბჭოდან ხან “ოცნების” კრიტიკოსები არიან, ხანაც აპოლოგეტებიო, ეტყობა ერთ-ერთ ეპიზოდად ის ამბავი იგულისხმა, ახლა რომ გიყვებით:

გავრილოვის ღამის შემდგომ პერიოდში, როცა ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ, თითქმის მთელი თბილისი ბობოქრობდა და “ოცნების” ერთგულნი ირყეოდნენ, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, მარიამ ქვრივიშვილი და მისი ოჯახობა ერთ-ერთნი ლერწამთაგანნი იყვნენ:

კომპანიამ, სადაც მარიამ ქვრივიშვილის მეუღლე მუშაობდა, მაშინ საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი პოსტი გამოდო, თავად მარიამ ქვრივიშვილმა კი რამდენიმე პოლიტიკური ფოტო და სტატუსი წაშალა, მათ შორის, ის ფოტოებიც კი, სადაც თავად ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებდა.

მაშინ ქ.ნი მარიამი იმენად წონადი ფიგურა არ გახლდათ, როგორც ახლაა, ამიტომ ვიღაცეებმა “ზემოთ” მისი ეს ნაბიჯები ან არ შეიმჩნიეს, ან შეიმჩნიეს და გაატარეს. მაგრამ არ ეძინა ოცნების იდეურ ჯარისკაცს ნინო ჯღარკავას, რომელსაც ასეთ დროს სიფხიზლეს მართლაც ვერ დაუწუნებ და განგაში ატეხა: ისეთი პოსტი დაწერა, მარიამ ქვრივიშვილის საქციელის უყურადრებოდ დატოვება უკვე აღარ გამოდიოდა. შინაარსი დაახლოებით ასეთი ოყო, როგორ თუ პოლიტსაბჭოს წევრი ბედავს და ბიძინასთან გადაღებულ ფოტოებს შლისო.

მაშინ ნინო ჯღარკავას ბევრი და ბევრნაირად შეეხვეწა, წაშალე ეს პოსტიო, მაგრამ მან ხვეწნას ულტიმატუმი დაუპირისპირა: ქვრივიშვილმა დააბრუნოს, რაც წაშალა და მეც წავშლი, რაც დავწერეო.

საბოლოოდ, ქვრივიშვილი დამარცხდა: მან მართლაც დააბრუნა ფბ-სივრცეში წაშლილი შიგთავსი (ტარანი თვლითაა-ს პრინციპით), სამაგიეროდ, მისადმი კრიტიკული სტატუს-კომენტარები ნინო ჯღარკავას ფბ-სივრციდან გაქრა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ეს ხომ რიგითი შეხლა-შემოხლა არ იყო, რომ არ გვახსოვდეს? აქედან ხომ ვერ ამოშლი?

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ბოლტმოჭერილი” მინისტრის ქონება” – ლაშა ბერულავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები