ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნოს” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის გადადგომისთვის სიტუაცია მომზადებულია და არ გამორიცხავს, რომ შესაძლო პრემიერ-მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნოს.

“არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნოს” – ხუხაშვილი
“არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნოს” – ხუხაშვილიალია

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, on,ge-თან ამბობს, რომ კობახიძის გადადგომისთვის სიტუაცია უკვე მომზადებულია.

“მისი გადადგომისთვის ყველაფერი შემზადებულია. ის, ფაქტობრივად, დიდი ხანია უკვე სტერილურია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ მასთან არის ანგარიშვალდებული. წმინდა ტექნიკური მთავრობა გაკეთდა. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მდინარაძეც უცნაური ფორმით ჩამოაშორეს. ფაქტობრივად, ბოლო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა აღგვექვა, როგორც მისი გუნდის წევრი. სიტუაცია შემზადებულია.

არ გამოვრიცხავ, რომ მისი ვრცელი გამოსვლა მთავრობის სხდომაზე, შეიძლება ამას ნიშნავდეს და მე ეს შემიძლია გავაძლიერო იმითაც, რომ მარიამ ქვრივიშვილი იქნა დაწინაურებული ვიცეპრემიერად. ესეც გარკვეული ნიშანია იმის, რომ პრემიერობის დაისი მოახლოებულია.

დასაშვებია, რომ გარდამავალ პერიოდში მარიამ ქვრივიშვილი შეიძლება იყოს დანიშნული პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად, წყვეტა რომ არ იყოს, სანამ ახალი პრემიერი იქნება ხელდასხმული, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს თავად მარიამ ქვრივიშვილი იყოს.

დღევანდელი სტანდარტით, რაც გულისხმობს ტექნიკურ მთავრობას, პოლიტიკა მთლიანად უნდა იყოს გატანილი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, პოლიტიკა უნდა იყოს ჩაკლული საბოლოოდ. ამ სტანდარტით, მარიამ ქვრივიშვილი, როგორც შედარებით დავარცხნილი, პოლიტიკასთან მაინცდამაინც ახლოს არ გავლილი პრემიერი, ბიძინას დღევანდელი აღქმით, მსოფლმხედველობით არის კარგი კანდიდატი. თან ქალბატონია, არ გამოირჩევა განსაკუთრებული აქტიურობით და აგრესიაც მის მიმართ ნაკლებია, ეს ვერსია სიცოცხლისუნარიანია”.

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.