ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალტერნატიული ფართი მოულოდნელად გაქირავდა – ჯერ უცნობია, სად გადავლენ 166-ე სკოლის მოსწავლეები

განათლების სამინისტროქართული ოცნება

თბილისის 166-ე სკოლის მშობლებმა და მასწავლებლებმა განათლების სამინისტროში შეხვედრა გამართეს, რადგან ალტერნატივილი ფართი, რომლის დაქირავებასაც სკოლისთვის ითხოვდნენ, მოულოდნელად სხვა პირზე გაქირავდა. პედაგოგები ამ ფაქტს ეჭვქვეშ აყენებენ და სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბრობენ.

ალტერნატიული ფართი მოულოდნელად გაქირავდა – ჯერ უცნობია, სად გადავლენ 166-ე სკოლის მოსწავლეები
ალტერნატიული ფართი მოულოდნელად გაქირავდა – ჯერ უცნობია, სად გადავლენ 166-ე სკოლის მოსწავლეებინეტგაზეთი

დღეს, 7 ოქტომბერს, თბილისის 166-ე სკოლის მშობლებმა და მასწავლებლებმა განათლების სამინისტროში მორიგი შეხვედრა გამართეს.

როგორც გაირკვა, ალტერნატიული ფართი, რომლის დაქირავებასაც მშობლები ითხოვდნენ, რათა ბავშვებს სწავლა გაეგრძელებინათ, მოულოდნელად გაქირავდა. მასწავლებელი, კონსტანტინე გურული „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ ეს ერთადერთი რეალური ფართი იყო, რომელიც მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და გაუგებარია, რატომ ვერ მოასწრო მისი ქირაობა უწყებამ.

მისივე თქმით, საკითხის გასარკვევად დირექციასთან იყვნენ ბაქოს ქუჩაზე და სურდათ გაეგოთ, თუ რა პირობები იყო წარმოდგენილი სახელმწიფოს მხრიდან.

„საეჭვო მდგომარეობა იყო და ამ საეჭვოობის გასარკვევად წამოვედით ბაქოს ქუჩიდან უზნაძის ქუჩამდე [სადაც სამინისტრო მდებარეობს] და ამ ნახევარ საათში, თურმე ფართი გაქირავებულა უკვე. რაზეც ჩვენ ვარაუდობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან იყო რაღაც ბინძური თამაში, არაოფიციალურად, სავარაუდოდ, მოსთხოვეს იმ მეპატრონეს, რომ არ გააქირავო ფართი სკოლაზე, რომ ჩვენ არ გვაწყობს ამის ქირაობა და ჩვენ ახლა რაღაც ტყუილებით თვალს გვიხვევენ“, – თქვა გურულმა.

სასკოლო საზოგადოება შეხვდა ზოგადი განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, ასევე ეკონომიკური სამსახურის უფროსს.

„[მათ] დავუსვით კითხვა, რომ რატომ მოხდა ამ ფართის გაქირავება სხვა პირზე, როდესაც თითქოს უკვე შეთანხმებული იყო ჩვენთან. თანხმა იყო ის ადამიანი და სამი წელია რეკლამაში უდევს, რომ სკოლაზე მინდა გაქირავებაო.

სამინისტრომ, ჩვენ ყველანაირად ვეცადეთო და ჩვენი მხრიდან არანაირი უარი არ ყოფილაო. სავარაუდოდ, არაოფიციალურად მოხდა იმ ადამიანზე რაღაც ზეგავლენის მოხდენა, რომ სკოლას არ მიაქირავოო, სამინისტროს წარმოდგენლებმა, რა თქმა უნდა, თქვეს, რომ ჩვენ რომ გაგიკეთეთ ესო. მათ ჩვენ არც ვაბრალებთ, სხვა დონეზე, სავარაუდოდ, მოხდა რაღაც გავლენა ამ ადამიანზე, უცებ შეიცვალა პირი“, – ამბობს მასწავლებელი „ნეტგაზეთთან“.

ხვალ დაგეგმილია 155-ე და 166-ე საჯარო სკოლების დირექტორების, ასევე, სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულების ხელმძღვანელის შეხვედრა, სადაც სიტუაციის შეფასება მოხდება.

სამინისტრო 166-ე სკოლას სთავაზობს, მოსწავლეებმა 155-ე სკოლაში იარონ, რომელიც ასევე დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზეა.

მასწავლებლები ითხოვენ, რომ თუ მოსწავლეებთან ერთად ამ სკოლაში გადავლენ, როგორც მათი, ისე ბავშვების მიმართ იყოს სათანადო მოპყრობა.

იხილეთ ასევე:

166-ე სკოლასთან დაკავშირებით შეხვედრა დასრულდა – რას ამბობს სამინისტრო და რას ითხოვენ მშობლები

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საეჭვო მდგომარეობა იყო და ამ საეჭვოობის გასარკვევად წამოვედით ბაქოს ქუჩიდან უზნაძის ქუჩამდე [სადაც სამინისტრო მდებარეობს] და ამ ნახევარ საათში, თურმე ფართი გაქირავებულა უკვე. რაზეც ჩვენ ვარაუდობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან იყო რაღაც ბინძური თამაში, არაოფიციალურად, სავარაუდოდ, მოსთხოვეს იმ მეპატრონეს, რომ არ გააქირავო ფართი სკოლაზე, რომ ჩვენ არ გვაწყობს ამის ქირაობა და ჩვენ ახლა რაღაც ტყუილებით თვალს გვიხვევენ“
კონსტანტინე გურული
„[მათ] დავუსვით კითხვა, რომ რატომ მოხდა ამ ფართის გაქირავება სხვა პირზე, როდესაც თითქოს უკვე შეთანხმებული იყო ჩვენთან. თანხმა იყო ის ადამიანი და სამი წელია რეკლამაში უდევს, რომ სკოლაზე მინდა გაქირავებაო. სამინისტრომ, ჩვენ ყველანაირად ვეცადეთო და ჩვენი მხრიდან არანაირი უარი არ ყოფილაო. სავარაუდოდ, არაოფიციალურად მოხდა იმ ადამიანზე რაღაც ზეგავლენის მოხდენა, რომ სკოლას არ მიაქირავოო, სამინისტროს წარმოდგენლებმა, რა თქმა უნდა, თქვეს, რომ ჩვენ რომ გაგიკეთეთ ესო. მათ ჩვენ არც ვაბრალებთ, სხვა დონეზე, სავარაუდოდ, მოხდა რაღაც გავლენა ამ ადამიანზე, უცებ შეიცვალა პირი“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
166-ე სკოლაზე შეხვედრა დასრულდა – რას ამბობს სამინისტრო და რას ითხოვენ მშობლებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები