ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თბილისის 166-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ქართული ოცნება

თბილისში, წერეთლის გამზირზე, 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა აქცია გამართეს. ისინი შენობის დემონტაჟის ნაცვლად რეაბილიტაციას ითხოვენ, რათა სამწლიანი დაყოფისა და ჰიბრიდული სწავლების რეჟიმი დასრულდეს.

თბილისის 166-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
თბილისის 166-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართანეტგაზეთი

თბილისში, წერეთლის გამზირზე, 166-ე საჯარო სკოლასთან აქცია გაიმართა. სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ითხოვენ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდეს დემონტაჟის ნაცვლად.

ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ უკვე სამი წელია მოსწავლეები და მასწავლებლები ორ სკოლაში – 155-ე და 24-ე საჯარო სკოლებში არიან განაწილებულები.

ერთ-ერთი მასწავლებელი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ შენობას ჩატარებულია აქვს სამხარაულის ექსპერტიზა – 2024 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ შენობა ავარიული არაა, მეორე და მესამე ხარისხის დაზიანებები აქვს, შესაძლებელია მისი თანამედროვე სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, თუმცა არარენტაბელურია.

მშობლები ამბობენ, რომ „შეხიზნულ“ სკოლებში ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების მიღება შეუძლებელია.

„ჩემი სამი შვილი სწავლობს 166-ე სკოლაში, ფაქტობრივად გამოდის, რომ ასტრონომიული დრო, რომელიც დღის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესს უნდა დაეთმოს, არ არის საკმარისი – საგაკვეთილო ცხრილის მიხედვით, სასწავლო პროცესი არის შერეული ფორმის, იწყება ონლაინ დილის საათებში, შემდეგ გარკვეული ფანჯარაა და მეორე ცვლაში აგრძელებენ ბავშვები სწავლას. რა შედეგზე შეიძლება გავიდეს მომავალი თაობა, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. არსებობს სამხარაულის დასკვნა, რომელსაც მე თვითონ გავეცანი, რადგან მშობლებს ინტერესი გვქონდა რა ეწერა შავით თეთრზე, [დასკვნაში] ხაზგასმითაა მინიშნება, რომ სკოლის შენობის ნახევარი მისი რეაბილიტაციის შემთხვევაში ექვემდებარება ექსპლუატაციას. ანუ მასში შესაძლებელია სასწავლო პროცესის დაწყება. თუ ეს ასე არ არის, მაშინ უნდა გამოვიდეს ვისაც აღნიშნული საკითხი ეხება და თქვას – არა ბატონო ეს შენობა არის ავარიული და ექვემდებარება დემონტაჟს“, – ამბობს მშობელი, პეტრე წურწუმია „ნეტგაზეთთან“.

მასწავლებელი ხათუნა ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ჰიბრიდული სწავლების რეჟიმი წელს შემოიღეს, რადგან მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის პიკის საათის დროს პრობლემაა ქალაქში გადაადგილებაც:

„ჩვენ შექმნილი დისკომფორტის გამო გადავწყვიტეთ, რომ მეტი ყურადღება გვჭირდება ზემდგომი ორგანოებისგან, რომ რაღაცნაირად იქნებ საქმე, რომელსაც ჰქვია 166-ე სკოლის რეაბილიტაცია დავძრათ მკვდარი წერტილიდან. […] ჰიბრიდული სწავლა წელს შემოვიღეთ, იმიტომ რომ დისკომფორტი იყო, ჩვენ 24-ე სკოლაში ვართ და 6 საათზე, როდესაც პიკია სატრანსპორტო ქალაქში, იქიდან ძალიან უჭირდათ ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც აქეთ მხარეს წამოსვლა, რადგან ეს საუბნო სკოლაა, ბავშვები ძირითადად ამ უბანში ცხოვრობენ, საკმაოდ რთულია გადაადგილება, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვემცირებინა პირისპირ გაკვეთილების რაოდენობა იმის ხარჯზე, რომ დავამატეთ ონლაინ გაკვეთილები დილის საათებში“, – ამბობს მასწავლებელი „ნეტგაზეთთან“.

სკოლასთან აქცია ხვალ, 29 სექტემბერს 14:00 საათზეც გაიმართება.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემი სამი შვილი სწავლობს 166-ე სკოლაში, ფაქტობრივად გამოდის, რომ ასტრონომიული დრო, რომელიც დღის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესს უნდა დაეთმოს, არ არის საკმარისი – საგაკვეთილო ცხრილის მიხედვით, სასწავლო პროცესი არის შერეული ფორმის, იწყება ონლაინ დილის საათებში, შემდეგ გარკვეული ფანჯარაა და მეორე ცვლაში აგრძელებენ ბავშვები სწავლას. რა შედეგზე შეიძლება გავიდეს მომავალი თაობა, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. არსებობს სამხარაულის დასკვნა, რომელსაც მე თვითონ გავეცანი, რადგან მშობლებს ინტერესი გვქონდა რა ეწერა შავით თეთრზე, [დასკვნაში] ხაზგასმითაა მინიშნება, რომ სკოლის შენობის ნახევარი მისი რეაბილიტაციის შემთხვევაში ექვემდებარება ექსპლუატაციას. ანუ მასში შესაძლებელია სასწავლო პროცესის დაწყება. თუ ეს ასე არ არის, მაშინ უნდა გამოვიდეს ვისაც აღნიშნული საკითხი ეხება და თქვას – არა ბატონო ეს შენობა არის ავარიული და ექვემდებარება დემონტაჟს“
პეტრე წურწუმია
„ჩვენ შექმნილი დისკომფორტის გამო გადავწყვიტეთ, რომ მეტი ყურადღება გვჭირდება ზემდგომი ორგანოებისგან, რომ რაღაცნაირად იქნებ საქმე, რომელსაც ჰქვია 166-ე სკოლის რეაბილიტაცია დავძრათ მკვდარი წერტილიდან. […] ჰიბრიდული სწავლა წელს შემოვიღეთ, იმიტომ რომ დისკომფორტი იყო, ჩვენ 24-ე სკოლაში ვართ და 6 საათზე, როდესაც პიკია სატრანსპორტო ქალაქში, იქიდან ძალიან უჭირდათ ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც აქეთ მხარეს წამოსვლა, რადგან ეს საუბნო სკოლაა, ბავშვები ძირითადად ამ უბანში ცხოვრობენ, საკმაოდ რთულია გადაადგილება, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვემცირებინა პირისპირ გაკვეთილების რაოდენობა იმის ხარჯზე, რომ დავამატეთ ონლაინ გაკვეთილები დილის საათებში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.