პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს ნაურუს რესპუბლიკასთან, რომელმაც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება გააუქმა

საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. შესაბამის ოქმს ხელი ნიუ იორკში მოეწერება. ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარება მიმდინარე წლის 29 ივლისს გააუქმა.

საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს ნაურუს რესპუბლიკასთან, რომელმაც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება გააუქმა
პირველი არხი

საქართველოსა და ნაურუს (ნაოერო) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელი მოეწერება ნიუ იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე განკარგულება საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა.

შეგახსენებთ, ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები 29 ივლისს გააუქმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმთავრობა: ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები