"კომპანიას ₾106 000-ის ზიანი მიადგა" – თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელმაც კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვალდებულებები არ შეასრულა და 106 000 ლარის ზიანი მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პროდუქცია სავაჭრო ქსელებში უნდა განეთავსებინა. მიუხედავად იმისა, რომ მან მომსახურების საფასური წინასწარ მიიღო, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. თაღლითური ქმედებით კომპანიას 106 000 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.
პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა". - წერს უწყება.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.