ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის წინასწარგანზრახული ტერორის სტრატეგია – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმები დაგმო და მოსკოვი ტერორის განზრახ სტრატეგიაში დაადანაშაულა, ასევე გაიხსენა მოკლული ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია.

რუსეთის წინასწარგანზრახული ტერორის სტრატეგია – ურსულა ფონ დერ ლაიენი
რუსეთის წინასწარგანზრახული ტერორის სტრატეგია – ურსულა ფონ დერ ლაიენიალია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების ბოლო რაუნდი დაგმო და მოსკოვი „ტერორის განზრახ სტრატეგიის განხორციელებაში“ დაადანაშაულა – ამის შესახებ ინფორმაციას theguardian ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს .

„ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ევროპა ძალისხმევას აძლიერებს. სხვებმაც უნდა გააძლიერონ თავისი დახმარების ძალისხმევა“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა გავრცელებულ განცხადებაში ახსენა რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ომის სისასტიკეს ალენდა, რაც მას სიხოცხლის ფასად დაუჯდა.

„20 წლის წინ ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს პუტინის რუსეთში ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმის გამო. მან გამოავლინა ომის სისასტიკე. მან მისცა ხმა ომის მსხვერპლ ადამიანებს და უარი თქვა ყოფილიყო დაშინებული და დადუმებული. ეს მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თუმცა მის ხსოვნას დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი ატარებს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ურსულა ფონ დერ ლაიენი - დღეს რუსეთის სამიზნე მეცნიერება გახდა - ყველა უკრაინელის გვერდით ვდგავართწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები