ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმები ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიად შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპა ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად ძალისხმევას აძლიერებს. მან ასევე გაიხსენა მოკლული რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია.

რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს, - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებს.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს აუტანელი გახადოს უკრაინელებისთვის ყოველდღიური ცხოვრება, რომელთაც სურთ, იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში.
„ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ევროპა ძალისხმევას აძლიერებს. სხვებმაც უნდა გააძლიერონ თავისი დახმარების ძალისხმევა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ფონ დერ ლაიენმა გავრცელებულ განცხადებაში ასევე გაიხსენა რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, პუტინის რუსეთში ვერ გააჩუმეს.
„20 წლის წინ ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს პუტინის რუსეთში ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმის გამო. მან გამოავლინა ომის სისასტიკე. მან მისცა ხმა ომის მსხვერპლ ადამიანებს და უარი თქვა ყოფილიყო დაშინებული და დადუმებული. ეს მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თუმცა მის ხსოვნას დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი ატარებს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ციტატები სტატიიდან
„ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ევროპა ძალისხმევას აძლიერებს. სხვებმაც უნდა გააძლიერონ თავისი დახმარების ძალისხმევა“
„20 წლის წინ ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს პუტინის რუსეთში ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმის გამო. მან გამოავლინა ომის სისასტიკე. მან მისცა ხმა ომის მსხვერპლ ადამიანებს და უარი თქვა ყოფილიყო დაშინებული და დადუმებული. ეს მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თუმცა მის ხსოვნას დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი ატარებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.