ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“დეესკალაციამდე, არსებობს ერთი ოთახი და იქაც გვცემდნენ” – პატიმრის ინტერვიუ – მედია

ტვ პირველი

ტვ პირველმა გამოაქვეყნა პატიმარ ნოდარ კიკნაძის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსთავისა და გლდანის ციხეებში მას ფსიქოლოგიური ტერორის, წამებისა და ძალადობის ქვეშ აყენებდნენ, მათ შორის ციხის დირექტორის, შოთა ტრაპაიძის კაბინეტში.

“დეესკალაციამდე, არსებობს ერთი ოთახი და იქაც გვცემდნენ” – პატიმრის ინტერვიუ – მედია
“დეესკალაციამდე, არსებობს ერთი ოთახი და იქაც გვცემდნენ” – პატიმრის ინტერვიუ – მედიაალია

ტვ პირველი აქვეყნებს პატიმრის, ნოდარ კიკნაძის ინტერვიუს. იგი სასჯელს რუსთავის მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდიდა, ამჟამად კი მსჯავრდებული გლდანის ციხეშია მოთავსებული.

მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ციხის თანამშრომლები უწყობენ ფსიქოლოგიურ ტერორს, აწამებენ და ცემდნენ მათ შორის, მისი მტკიცებით, დირექტორის, შოთა ტრაპაიძის კაბინეტში.

“სანამ დეესკალაციაში შეხვალ, არსებობს ოთახი და იქაც გვცემდნენ – კამერებს კი ეფარებოდნენ. წამების ერთ-ერთი მეთოდი დეესკალაციის ოთახში ტემპერატურის მინიმუმამდე დაყვანა იყო”- ამბობს კიკნაძე. ამისი მტკიცებით, ციხეში მიღებული დაზიანებების გამო 3 თვე “ვივამედშიც” კი იწვა.

“მე რომ გადამიყვანეს, აქედან გადამიყვანეს გლდანიდან, მაშინ დავალება ჰქონდათ, რაღაცეებს ვდავობდი ჩემს საქმესთან დაკავშირებით და “სარჩელი გამოიტანე, ის გამოიტანე და მერე ეს ყველაფერი ერთმანეთს აჰყვა და შოთამ [ტრაპაიძემ] გააგრძელა მერე. [ძალადობა] ერთხელ მოხდა თავის კაბინეტში, ამიყვანეს თანამშრომლებმა, დანარჩენი დავალებით, ალბათ ავალებდა ესეც.

კი, [ამოვიცნობ ციხის მოძალადე თანამშრომლებს], დეესკალაციაში ჩავყავდით, იქ კიდე საშინელებაა. შეუარაცხყოფები. შუა ზამთარში კანკალი გაგვიდიოდა. სანამ დეესკალაციაში შეხვალ, არსებობს ოთახი და იქაც გვცემდნენ – კამერებს კი ეფარებოდნენ”- აცხადებს პატიმარი.

წყარო – ტვ პირველი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სანამ დეესკალაციაში შეხვალ, არსებობს ოთახი და იქაც გვცემდნენ – კამერებს კი ეფარებოდნენ. წამების ერთ-ერთი მეთოდი დეესკალაციის ოთახში ტემპერატურის მინიმუმამდე დაყვანა იყო“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე პოსტზე რჩებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები