ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მცემეს შოთა ტრაპაიძის კაბინეტში" - ძალადობის მძიმე მეთოდებზე კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდა

მსჯავრდებული ნოდარ კიკნაძე ციხის თანამშრომლებსა და დირექტორ შოთა ტრაპაიძეს ფსიქოლოგიურ ტერორსა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

"მცემეს შოთა ტრაპაიძის კაბინეტში" - ძალადობის მძიმე მეთოდებზე კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდა
"მცემეს შოთა ტრაპაიძის კაბინეტში" - ძალადობის მძიმე მეთოდებზე კიდევ ერთი პატიმარი ალაპარაკდაTV პირველი

"პირველებს" დაუკავშირდა კიდევ ერთი პატიმარი, ნოდარ კიკნაძე, რომელიც სასჯელს რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდიდა სასჯელს [ამჟამად მსჯავრდებული გლდანის ციხეშია მოთავსებული].

მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ციხის თანამშრომლები უწყობენ ფსიქოლოგიურ ტერორს, აწამებენ და ცემდნენ მათ შორის, მისი მტკიცებით, დირექტორის, შოთა ტრაპაიძის კაბინეტში.

"სანამ დეესკალაციაში შეხვალ, არსებობს ოთახი და იქაც გვცემდნენ - კამერებს კი ეფარებოდნენ. წამების ერთ-ერთი მეთოდი დეესკალაციის ოთახში ტემპერატურის მინიმუმამდე დაყვანა იყო"- ამბობს კიკნაძე. ამისი მტკიცებით, ციხეში მიღებული დაზიანებების გამო 3 თვე "ვივა-მდეშიც" კი იწვა.

მე რომ გადამიყვანეს, აქედან გადამიყვანეს გლდანიდან, მაშინ დავალება ჰქონდათ, რაღაცეებს ვდავობდი ჩემს საქმესთან დაკავშირებით და "სარჩელი გამოიტანე, ის გამოიტანე" და მერე ეს ყველაფერი ერთმანეთს აჰყვა და შოთამ [ტრაპაიძემ] გააგრძელა მერე. [ძალადობა] ერთხელ მოხდა თავის კაბინეტში, ამიყვანეს თანამშრომლებმა, დანარჩენი დავალებით, ალბათ ავალებდა ესეც.

კი, [ამოვიცნობ ციხის მოძალადე თანამშრომლებს], დეესკალაციაში ჩავყავდით, იქ კიდე საშინელებაა. შეუარაცხყოფები. შუა ზამთარში კანკლალი გაგვიდიოდა. "სანამ დეესკალაციაში შეხვალ, არსებობს ოთახი და იქაც გვცემდნენ - კამერებს კი ეფარებოდნენ"- აცხადებს პატიმარი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სანამ დეესკალაციაში შეხვალ, არსებობს ოთახი და იქაც გვცემდნენ - კამერებს კი ეფარებოდნენ. წამების ერთ-ერთი მეთოდი დეესკალაციის ოთახში ტემპერატურის მინიმუმამდე დაყვანა იყო“
„სანამ დეესკალაციაში შეხვალ, არსებობს ოთახი და იქაც გვცემდნენ - კამერებს კი ეფარებოდნენ“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე პოსტზე რჩებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები