უკრაინამ დაადასტურა სოჭის სანაპიროსთან ტანკერზე დარტყმა
უკრაინამ დაადასტურა შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროსთან ტანკერზე თავდასხმა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შაბათ-კვირას განხორციელებული დარტყმები მიზნად ისახავდა რუსეთის მიერ ომის დაფინანსების ხელის შეშლას.

უკრაინამ დაადასტურა სოჭის მახლობლად, შავ ზღვაში ტანკერზე თავდასხმა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა:
„ამ დღე-ღამის განმავლობაში ჩვენმა მებრძოლებმა დაარტყეს ოთხ სამიზნეს, რომლებიც რუსეთს მისი სასტიკი ომის დაფინანსებასა და წარმოებაში ეხმარება“.
ამ სამიზნეებს შორის მან დაასახელა ორი ნავთობ-ობიექტი და პოლიგონი პერმის მხარეში, სამარისა და ასტრახანის ოლქებში.
„ასევე არის პასუხი შავ ზღვაშიც“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, თუმცა არ დააკონკრეტა ზუსტად რა სამიზნეზე იყო საუბარი. მიუხედავად ამისა, გამოქვეყნებულ განცხადებას თან ახლავს კადრები, რომლებიც გუშინ გავრცელდა სოჭის სანაპიროდან.
Ukraine’s just responses to all Russian strikes against our people. Over the past day, our warriors struck four targets that help Russia finance and wage its brutal war – two oil facilities and a training ground in the Perm, Samara, and Astrakhan regions. There was also a response in the Black Sea.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 7, 2026
6 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები სოჭის სანაპიროდან, ვიდეოებში ჩანდა ზღვაში ცეცხლმოკიდებული ტანკერი.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოჭის სანაპიროსთან უეკიპაჟო კატარღებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ Aframax Rio-ს შეუტიეს. ხელისუფლების მტკიცებით, ეკიპაჟის გადარჩენა მოხერხდა.
ტანკერი Aframax Rio უკრაინის მიერაა სანქცირებული.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ამ დღე-ღამის განმავლობაში ჩვენმა მებრძოლებმა დაარტყეს ოთხ სამიზნეს, რომლებიც რუსეთს მისი სასტიკი ომის დაფინანსებასა და წარმოებაში ეხმარება“
„ასევე არის პასუხი შავ ზღვაშიც“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…