ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იაპონელი და ფრანგი მეცნიერები გახდნენ ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები

ფრანგი და იაპონელი მეცნიერები ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ. მათ მოლეკულების სარკისებრი ფორმების ამოცანა გადაჭრეს.

იაპონელი და ფრანგი მეცნიერები გახდნენ ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები
იაპონელი და ფრანგი მეცნიერები გახდნენ ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებირადიო თავისუფლება

ნობელის კომიტეტის თანახმად, კაგანმა და სოაიმ იპოვეს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული გამოცანის გადაწყვეტა. ფრანგმა და იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ არსებობს ზოგიერთი მოლეკულა, მაგალითად, ამინომჟავები ორი ფორმით და ერთმანეთის სარკისებრი ანარეკლი არიან, მაშინ, როცა ცოცხალ ორგანიზმებში მხოლოდ ერთი სარკისებრი ფორმა გვხვდება.

ქიმიის დარგში 2026 წლის ლაურეატების ვინაობა 7 ოქტომბერს გამოცხადდა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში.

6 ოქტომბერს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ამერიკული ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მეცნიერი, ბელგიელი ფრენსის ჰალცენი.

5 ოქტომბერს მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ამერიკელ კარლ დეისეროთს და გერმანელებს, პეტერ ჰეგემანს და გეორგ ნაგელს.

8 ოქტომბერს ცნობილი გახდება ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატის ვინაობა. 9 ოქტომბერს ოსლოში გამოცხადდება ნობელის მშვიდობის პრემიის ახალი ლაურეატი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მიიღეს ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები