გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მიიღეს ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში
მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭა გერმანელ და ამერიკელ მეცნიერებს ნეირომეცნიერებისა და ოპტოგენეტიკის განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრისთვის.

მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში 2026 წლის ლაურეატების ვინაობა 5 ოქტომბერს გამოცხადდა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში.
ჰეგემანმა და ნაგელმა ერთუჯრედიან წყალმცენარეში აღმოაჩინეს უნიკალური ცილა(Channelrhodopsin), რომელშიც ლურჯი ფერით განათებისას იხსნება არხი, დამუხტული იონები მიეწოდება უჯრედს და ელექტროიმპულსს წარმოქმნის. დეისეროთმა ეს ცილა აქცია შუქის მიერ მართულ „გადამრთველად“ ნერვული უჯრედებისთვის.
გერმანელ და ამერიკელ მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭათ ნეირომეცნიერების ახალი ერისთვის საფუძვლის ჩაყრის გამო.
ჰეგემანის, ნაგელის და დეისეროთის აღმოჩენებმა საფუძველი ჩაუყარა ოპტოგენეტიკას - მეთოდს, რომელიც შესაძლებელს ხდის ცოცხალ ტვინში ცალკეული ნერვული უჯრედების ჩართვა-გამორთვას და აჩვენებს, თუ როგორ ხდება ამ უჯრედების მიერ მოგონებების, გრძნობების და ქცევის ფორმირება.
ოპტოგენეტიკის მეთოდს მსოფლიოს მასშტაბით ლაბორატორიები იყენებენ ტვინის მუშაობის საიდუმლოებათა ამოსახსნელად.
მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების გამოცხადებით 5 ოქტომბერს დაიწყო ე.წ. ნობელის კვირეული. მომდევნო დღეებში ცნობილი გახდება პრემიის ლაურეატების ვინაობა ფიზიკის, ქიმიის და ლიტერატურის დარგებში. 9 ოქტომბერს ოსლოში გამოცხადდება ნობელის მშვიდობის პრემიის წლევანდელი ლაურეატი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…