ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში ნეიტრინული ობსერვატორიის შემქმნელს მიენიჭა

სტოკჰოლმში ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფრენსის ჰალზენი გახდა ნეიტრინული ობსერვატორია IceCube-ის მუშაობაში შეტანილი წვლილისა და მაღალენერგიული ნეიტრინოების აღმოჩენისთვის. ასევე ცნობილი გახდა მედიცინისა და სხვა დარგების ნობელის პრემიის გამოცხადების განრიგი.

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში ნეიტრინული ობსერვატორიის შემქმნელს მიენიჭა
ნობელის პრემია ფიზიკის დარგში ნეიტრინული ობსერვატორიის შემქმნელს მიენიჭაიმედინიუსი

სტოკჰოლმში ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გამოაცხადეს. 2026 წლის ჯილდო ფრენსის ჰალზენს გადაეცა „ნეიტრინული ობსერვატორია IceCube-ის მუშაობაში შეტანილი გადამწყვეტი წვლილისა და ასტროფიზიკური წარმოშობის მაღალენერგიული ნეიტრინოების აღმოჩენისთვის“.

ნობელის კვირეული ტრადიციულად ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ლაურეატების გამოცხადებით გაიხსნა. 2026 წელს ჯილდო ამერიკელ მეცნიერს, კარლ დაისეროთს და მის ორ გერმანელ კოლეგას - პეტერ ჰეგემანსა და გეორგ ნაგელს ოპტოგენეტიკის შექმნისთვის მიენიჭათ.

7 ოქტომბერს ნობელის პრემიის მფლობელებს ქიმიის დარგში გამოავლენენ, 8 ოქტომბერს - ლიტერატურაში, 9 ოქტომბერს კი ოსლოში მშვიდობის პრემიის ლაურეატს დაასახელებენ. ალფრედ ნობელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ეკონომიკის პრემიის მფლობელი, რომელიც შვედეთის სახელმწიფო ბანკმა 1968 წელს დააწესა, 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

ნობელის პრემიების გადაცემის საზეიმო ცერემონია 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მიიღეს ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები