პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა დაათვალიერა.

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
იმედინიუსი

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპორტული მოედანი, საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, ასევე, დამონტაჟდება თანამედროვე გარეგანათების სისტემა. სკვერის მიმდებარედ დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია სრულად გამწვანდება.

„ტბეთის ქუჩის №60-დან თამარ მეფის გამზირამდე აქტიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, მდინარე ყოროლისწყალზე 840 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კედელი აშენდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკვლის მოწყობისა და ბეტონის ჩასხმის სამუშაოები.

ბათუმის მერი ასევე იმყოფებოდა ტაბიძის ქუჩის №31-№39-ში, სადაც სკვერის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. სრულად განახლდა არსებული სკვერი, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა, გაფართოვდა და კეთილმოეწყო სპორტული მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები, ასევე, მოეწყო დასასვენებელი სივრცე.

სამუშაოების დათვალიერებისას ბათუმის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოქალაქეებმა უბანში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს, ასევე, მერს საკუთარი მოსაზრებები და სურვილები გააცნეს.

2026 წელს ბათუმში უკვე დასრულდა 10 სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია. სამუშაოები ამჟამად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო წლის განმავლობაში ჯამში 18 მისამართზეა დაგეგმილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტბეთის ქუჩის №60-დან თამარ მეფის გამზირამდე აქტიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, მდინარე ყოროლისწყალზე 840 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კედელი აშენდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკვლის მოწყობისა და ბეტონის ჩასხმის სამუშაოები. ბათუმის მერი ასევე იმყოფებოდა ტაბიძის ქუჩის №31-№39-ში, სადაც სკვერის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. სრულად განახლდა არსებული სკვერი, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა, გაფართოვდა და კეთილმოეწყო სპორტული მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები, ასევე, მოეწყო დასასვენებელი სივრცე. სამუშაოების დათვალიერებისას ბათუმის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოქალაქეებმა უბანში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს, ასევე, მერს საკუთარი მოსაზრებები და სურვილები გააცნეს. 2026 წელს ბათუმში უკვე დასრულდა 10 სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია. სამუშაოები ამჟამად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო წლის განმავლობაში ჯამში 18 მისამართზეა დაგეგმილი“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
8,6 მილიონი ლარი დაიხარჯება გონიოში სკვერის მოსაწყობადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები