8,6 მილიონი ლარი დაიხარჯება გონიოში სკვერის მოსაწყობად
ბათუმის მერია გონიოში, აფსაროსის გზატკეცილის მიმდებარედ, სკვერის მოსაწყობად 8,6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერს აცხადებს. პროექტი ითვალისწინებს გამწვანებას, განათებას, საბავშვო ატრაქციონებს, ტრენაჟორებსა და მინი-სტადიონს, ხოლო სამუშაოები 2027 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

გონიოში, ისტორიული ციხის მიმდებარედ, ზღვის მხარეს, ბათუმის მერია სკვერის მოწყობას გეგმავს.
სამუშაოები აფსაროსის გზატკეცილის მესამე შესახვევში რამდენიმე მისამართზე უნდა ჩატარდეს. ქალაქის ბიუჯეტიდან ამისათვის 8,6 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმში [გონიოში], აფსაროსის გზატკეცილი III შესახვევის N1, N2, N4, N8-10, N14, N20-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი 8 664 698 ლარით გამოაცხადა.
სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე“.
გონიო. ტერიტორია აფსაროსის გზატკეცილი III შესახვევი N1, N2, N4, N8-10, N14, N20-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის [ზემოთ ფოტო პროექტიდან. ქვემოთ წითელი ხაზით მონიშნულია საპროექტო ტერიტორია.
ტენდერს თან ახლავს პროექტიც, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
გათვალისწინებულია: გამწვანება, განათება, სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონებისა და ტრენაჟორების განთავსება, მინი-სტადიონი და სხვა [პროექტი ძირითადად არსებული ინფრასტრუქტურის [ბორდიურები, ფილები, სტადიონი, განათების ბოძები] რეაბილიტაცია-ახლით შეცვლას ითვალისწინებს].
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 8 ოქტომბერს დაიწყება და 13 ოქტომბერს დასრულდება.
პირობის მიხედვით სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.
ციტატები სტატიიდან
„შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.