პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[საქართველოში] მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს - სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ რუსეთში ჭირის შემთხვევის გამო საქართველოში პანიკის და დამატებითი ზომების მიღების საჭიროება არ არსებობს.

[საქართველოში] მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს - სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე
ტაბულა

ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს".

სარჯველაძის თქმით, ჯერჯერობით არც "რაიმე ზომების მიღების საჭიროება იკვეთება".

"ჩვენ, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო, ბუნებრივია, აქტიურად თვალს ადევნებს სიახლეებს და გარემოებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გროვდება ამ მიმართულებით. ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს გლობალური თანამშრომლობის ისეთი პლატფორმა, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს. რაიმე ზომების მიღების საჭიროება აბსოლუტად არ იკვეთება, არავითარი რეკომენდაცია საამისოდ არ არსებობს. ასეთია დღეს მდგომარეობა. რა მონაცემებიც იკრიბება, საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს, მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება.

ბუნებრივია, თუ ასეთი არსებობს, ჩვენ დაუყოვნებლივ მზად ვართ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც დაიცავს საქართველოს მოსახლეობას მსგავსი რისკებისგან",- თქვა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, რუსეთში, ირკუტსკის ოლქში პნევმონიური ჭირისგან 28 წლის ქალი დაიღუპა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობომიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღების საჭიროება არ იკვეთება და პანიკის საფუძველი არ არსებობს
  2. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ სარჯველაძე: შავ ჭირთან დაკავშირებით არავითარი მიზეზი პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის არ არსებობს
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"რომ ყოფილიყო საფრთხე მერწმუნეთ, ვერავინ ვერ დამასწრებდა ამაზე ხმამაღლა საუბარს, მაგრამ რეალურად არ არსებობდა" - მიხეილ სარჯველაძე "შავი ჭირის" გავრცელების შესაძლებლობაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები