პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღების საჭიროება არ იკვეთება და პანიკის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის და განსაკუთრებული ზომების მიღების საჭიროება არ არსებობს, თუმცა უწყება სიტუაციას აკვირდება.

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღების საჭიროება არ იკვეთება და პანიკის საფუძველი არ არსებობს
პირველი არხი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველო მზად იქნება, დაიცვას მოსახლეობა ნებისმიერი რისკებისგან.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო აქტიურად თვალს ადევნებს მიმდინარე სიახლეებს და გარემოებებს. ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. რაიმე ზომების მიღების საჭიროება არ იკვეთება, არავითარი რეკომენდაცია საამისოდ არ არსებობს. მონაცემები, რაც იკრიბება, საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს, მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება. ბუნებრივია, თუ ასეთი არსებობს, ჩვენ დაუყოვნებლივ მზად ვართ, ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც დაიცავს საქართველოს მოსახლეობას მსგავსი რისკებისგან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ სარჯველაძე: შავ ჭირთან დაკავშირებით არავითარი მიზეზი პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის არ არსებობს
  2. ტაბულაოპოზიციური[საქართველოში] მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს - სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არის თუა არა საქართველოში „შავი ჭირის“ გავრცელების საფრთხე – ივანე ჩხაიძის განმარტებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები