ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"რომ ყოფილიყო საფრთხე მერწმუნეთ, ვერავინ ვერ დამასწრებდა ამაზე ხმამაღლა საუბარს, მაგრამ რეალურად არ არსებობდა" - მიხეილ სარჯველაძე "შავი ჭირის" გავრცელების შესაძლებლობაზე

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში „შავი ჭირის“ გავრცელების საფრთხე არ არსებობდა, საზღვრების დაკეტვა კი ტურიზმსა და ეკონომიკას დააზიანებდა.

"რომ ყოფილიყო საფრთხე მერწმუნეთ, ვერავინ ვერ დამასწრებდა ამაზე ხმამაღლა საუბარს, მაგრამ რეალურად არ არსებობდა" - მიხეილ სარჯველაძე "შავი ჭირის" გავრცელების შესაძლებლობაზე
"რომ ყოფილიყო საფრთხე მერწმუნეთ, ვერავინ ვერ დამასწრებდა ამაზე ხმამაღლა საუბარს, მაგრამ რეალურად არ არსებობდა" - მიხეილ სარჯველაძე "შავი ჭირის" გავრცელების შესაძლებლობაზერუსთავი 2

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოში "შავი ჭირის" გავრცელების არანაირი რეალური საფრთხე არ არსებობდა.

მინისტრის თქმით, გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება ან საზღვრების დაკეტვა მნიშვნელოვნად დააზიანებდა ქვეყნის ტურისტულ სექტორსა და ეკონომიკას.

"რომ ავყოლოდი ამას და მიმეღო გადაწყვეტილება და დაგვეკეტა საზღვრები, ან გამოგვეცხადებინა, რომ ჩვენ რაღაცის გვეშინია და აქტიურად რაღაცებს ვაკეთებთ, ასეთ შემთხვევაში დღეს რა გვექნებაო შედეგი? - შემცირებული ტურისტი, ნებისმიერი ქვეყნიდან სხვათა შორის. ბუნებრივია, ფრანგიც რომ გაიგებდა და ბრიტანელიც, რომ აქ უფრთხიან "შავი ჭირის" გავრცელებას, ისიც თავს შეიკავებდა, რასაკვირველია, აქ ჩამოსვლისგან. რომ ყოფილიყო საფრთხე, მერწმუნეთ, ვერავინ ვერ დამასწრებდა ამაზე ხმამაღლა საუბარს, მაგრამ რეალურად ეს არ არსებობდა.

როდესაც ვთქვი, რომ ბევრი ფაქტორის და მათ შორის, სხვათა შორის, ტერიტორიული სიშორის გამო, ირკუტსკთან, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ნაკლები იყო ეს საფრთხე ჩვენთან, ვიდრე, მაგალითად, უშუალოდ მოსაზღვრე და რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე, ვთქვათ, რომელიმე სახელმწიფოსთვის და ისიც შეიძლება ყოფილიყო ან არ ყოფილიყო.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არ ვიცი, ვიღაცამ დაასკვნა, რომ, ვთქვათ, აირწვეთოვანით ვრცელდებოდა, თუ ბუბონური ფორმა იყო, თუ რაღაც, ყველაფერ ამასთან დაკავშირებით წინასწარ ყველას ყველაფერი ინფორმაცია ჰქონდათ იმ ექსპერტებს, ვინც ამაზე საუბრობდნენ მაშინ, ეს არ არის სწორი.

ჩვენ, რასაკვირველია, რაც გვევალებოდა, ეს იყო, რომ მაქსიმალურად ყურადღებით ვყოფილიყავით თითოეულ საინფორმაციო ერთეულთან მიმართებაში. ყველაფერი გვეკონტროლებინა და რა წამს გაჩნდებოდა რისკი, თუ გაჩნდებოდა, აი ამ შემთხვევაში მიგვეღო ზომები, რისთვისაც სახელმწიფო აბსოლუტურად მობილიზებული, აბსოლუტურად მზად იყო, მედიკამენტის მარაგებიდან დაწყებული, შესაბამისი პროტოკოლების განხორციელებით დამთავრებული.

ყოველთვის, აი ნებისმიერ დროს, უბრალოდ ერთი ღილაკის დაჭერით რეალურად ყველა ეს ქმედება შეიძლება მოყვანილი ყოფილიყო, იმიტომ, რომ ეს არის, ბუნებრივია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის უსაფრთხოების საკითხი და მდგრადობა.

ჩვენ, ბუნებრივია, რომ ამისთვის ვიქნებოდით ნებისმიერ შემთხვევაში მზად, უბრალოდ ობიექტურად ამის პირობა არ არსებობდა. უბრალოდ ვიღაცას სურვილი გაუჩნდა, რომ კრიტიკის მიზეზად ეს გამოეყენებინათ, რომ თითქოს უპასუხისმგებლოდ და უყურადღებოდ იქცევა ხელისუფლება," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გავრცელებას, ისიც თავს შეიკავებდა, რასაკვირველია, აქ ჩამოსვლისგან. რომ ყოფილიყო საფრთხე, მერწმუნეთ, ვერავინ ვერ დამასწრებდა ამაზე ხმამაღლა საუბარს, მაგრამ რეალურად ეს არ არსებობდა. როდესაც ვთქვი, რომ ბევრი ფაქტორის და მათ შორის, სხვათა შორის, ტერიტორიული სიშორის გამო, ირკუტსკთან, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ნაკლები იყო ეს საფრთხე ჩვენთან, ვიდრე, მაგალითად, უშუალოდ მოსაზღვრე და რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე, ვთქვათ, რომელიმე სახელმწიფოსთვის და ისიც შეიძლება ყოფილიყო ან არ ყოფილიყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არ ვიცი, ვიღაცამ დაასკვნა, რომ, ვთქვათ, აირწვეთოვანით ვრცელდებოდა, თუ ბუბონური ფორმა იყო, თუ რაღაც, ყველაფერ ამასთან დაკავშირებით წინასწარ ყველას ყველაფერი ინფორმაცია ჰქონდათ იმ ექსპერტებს, ვინც ამაზე საუბრობდნენ მაშინ, ეს არ არის სწორი. ჩვენ, რასაკვირველია, რაც გვევალებოდა, ეს იყო, რომ მაქსიმალურად ყურადღებით ვყოფილიყავით თითოეულ საინფორმაციო ერთეულთან მიმართებაში. ყველაფერი გვეკონტროლებინა და რა წამს გაჩნდებოდა რისკი, თუ გაჩნდებოდა, აი ამ შემთხვევაში მიგვეღო ზომები, რისთვისაც სახელმწიფო აბსოლუტურად მობილიზებული, აბსოლუტურად მზად იყო, მედიკამენტის მარაგებიდან დაწყებული, შესაბამისი პროტოკოლების განხორციელებით დამთავრებული. ყოველთვის, აი ნებისმიერ დროს, უბრალოდ ერთი ღილაკის დაჭერით რეალურად ყველა ეს ქმედება შეიძლება მოყვანილი ყოფილიყო, იმიტომ, რომ ეს არის, ბუნებრივია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის უსაფრთხოების საკითხი და მდგრადობა. ჩვენ, ბუნებრივია, რომ ამისთვის ვიქნებოდით ნებისმიერ შემთხვევაში მზად, უბრალოდ ობიექტურად ამის პირობა არ არსებობდა. უბრალოდ ვიღაცას სურვილი გაუჩნდა, რომ კრიტიკის მიზეზად ეს გამოეყენებინათ, რომ თითქოს უპასუხისმგებლოდ და უყურადღებოდ იქცევა ხელისუფლება,“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?