ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გეგელია "ოცნებას": დაუყოვნებლივ ჩააბარეთ მოსახლეობას ანგარიში, რა პრევენციული ზომების გატარებას აპირებთ მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად

ლელოქართული ოცნება

პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთში პნევმატური შავი ჭირის გავრცელების ფონზე მოსახლეობას პრევენციული ზომების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააბარონ ანგარიში.

გეგელია "ოცნებას": დაუყოვნებლივ ჩააბარეთ მოსახლეობას ანგარიში, რა პრევენციული ზომების გატარებას აპირებთ მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად
გეგელია "ოცნებას": დაუყოვნებლივ ჩააბარეთ მოსახლეობას ანგარიში, რა პრევენციული ზომების გატარებას აპირებთ მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავადTV პირველი

მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ სარჯველაძეს, დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს მოსახლეობას ანგარიში, თუ რა პრევენციული ზომების გატარებას აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის ჯანდაცვის და უსაფრთხოების დასაცავად - განცხადება ამის შესახებ "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ გააკეთა.

ოპოზიციის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში პნევმატური შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით ცნობებს გამოეხმაურა და ქართულ ოცნებას მიმართა დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

მისი თქმით, გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა: ყირგიზეთმა,უზბეკეთმა, მონღოლეთმა და ყაზახეთმა გუშინვე მიმართეს შესაბამის ზომებს, გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი და გამშვებ პუნქტებზე სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი დაიწყეს, საქართველო კი დუმს.

მინდა გამოვეხმაურო ცნობას რუსეთის ფედერაციაში პნევმატური შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც 200-მდე ადამიანი მოთავსებულია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა: ყირგიზეთმა,უზბეკეთმა, მონღოლეთმა და ყაზახეთმა გუშინვე მიმართეს შესაბამის ზომებს, გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი და გამშვებ პუნქტებზე სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი დაიწყეს.

უკვე კონტროლდებიან საზღვრის გადამკვეთი პირები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთები. ასე იქცევა ფხიზელი და გონიერი ხელისუფლება, ვიდრე არ მოხდება სიტუაციის გამორკვევა და არ დადგინდება, თუ რა მასშტაბის პოტენციურ რისკთან შეიძლება გვქონდეს შეხება. ორმაგად კი იმ ფონზე, როდესაც მეორე მხარეს არის დიქტატურა.

რუსეთის მმართველო რეჟიმო და ზოგადას ავტორიტარული რეჟიმები მუდმივად მალავენ რეალურ სურათს და არსებობს საფრთხე, რომ ვითარება ბევრად მძიმეა, ვიდრე ეს საჯაროდ არის ცნობილი. ამ ფონზე, გაურკვეველია, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო.

რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ ჰქონდეს მოჭარბებულ საზოგადოებრივ მღელვარებას, ამდენადვე საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს პასუხს იმაზე, თუ რა ზომებს იღებს დღეს ხელისუფლება. თუმცა ამ დრომე ვერ ვხედავთ ვერავითარ რეაგირებას, ვხედავთ, რომ რეჟიმი კვლავაც ტრადიციულად ყურსაც არ იბერტყავს.

"ქართული ოცნების" ეს მოჩვენებითი სიმშვიდე სინამდვილეში არის სიბრიყვე და დანაშაულებრივი უმოქმედობაა! მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ სარჯველაძეს, დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს მოსახლეობას ანგარიში, თუ რა პრევენციული ზომების გატარებას აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის ჯანდაცვის და უსაფრთხოების დასაცავად! იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით! ჯანმრთელობა და მშვიდობა საქართველოს!"- აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღების საჭიროება არ იკვეთება და პანიკის საფუძველი არ არსებობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები