ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ელენე ხოშტარია: ციხეში დავაწესოთ მორიგეობა, მოძალადე ჯალათებმა უნდა დაინახოთ, რომ პატიმრები მარტო არ არიან

იუსტიციის სამინისტრო

პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხმაურება და საზოგადოებას, ადვოკატებსა და სახალხო დამცველს პენიტენციურ დაწესებულებებში მორიგეობის დაწესებისკენ მოუწოდებს.

ელენე ხოშტარია: ციხეში დავაწესოთ მორიგეობა, მოძალადე ჯალათებმა უნდა დაინახოთ, რომ პატიმრები მარტო არ არიან
ელენე ხოშტარია: ციხეში დავაწესოთ მორიგეობა, მოძალადე ჯალათებმა უნდა დაინახოთ, რომ პატიმრები მარტო არ არიანTV პირველი

პატიმრობში მყოფი ელენე ხოშტარია პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალურ ძალადობას რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმაურება.

პოლიტიკოსი მოუწოდებს სახალხო დამცველს, რომ მორიგეობა დააწესოს პენიტენციურ დაწესებულებებში და მისი წარმომადგენლები დღეში რამდენჯერმე შევიდნენ პატიმრებთან.

ხოშტარია იგივეს მოუწოდებს ადვოკატთა კორპუსსაც - "დროას" ლიდერი ამბობს, რომ არა მხოლოდ მსჯავრდებულების პირადი ადვოკატები, არამედ სხვა უფლებადამცველებიც შევიდნენ პატიმრებთან სისტემატურად.

"ციხეში დავაწესოთ მორიგეობა, მოძალადე ჯალათებმა უნდა დაინახოთ, რომ პატიმრები მარტო არ არიან" - ამბობს ელენე ხოშტარია.

ამ ციხის ამბებზე ძალიან მინდა, რომ მივმართო საზოგადოებას და გითხრათ... მე ძალიან კარგად მესმის, მით უმეტეს გვერდზე არიან აქ ბიჭები და ძალიან კარგად მესმის, თუ რა სიმძიმის საკითხია, როგორი საგანგებო საკითხია, და ვერ მოვისვენებ, თუ არ გაგიზიარებთ ჩემს პოზიციას.

პირველი, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ყველა მსხვერპლს ამ კრიმინალური სისტემის, ყველა ადამიანს, რომელიც ეხლა, ამ წუთებშიც საფრთხეში არის, და მინდა გითხრათ, რომ ოთხი რამ არის გასაკეთებელი, რაც ამ სიტუაციას ეხლა, მოკლე ვადაში გამოასწორებს.

პირველი, ეს არის მიმართვა საზოგადოებაზე და მინდა, რომ კარგად გაიაზროთ, კარგად აღიქვათ, რომ ეს ადამიანები დღეს, ეს პატიმრები მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში არ არიან უბრალოდ პატიმრები. ისინი არიან მძევლები კრიმინალების ხელში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ გაგეგოთ, რომ .... ქვეყანაში კრიმინალები და მოიტაცეს ადამიანები, და რასაც უნდათ იმას უზამენ, სანამ არ ვუშველით, აი ამ მდგომარეობაში არიან. ნებისმიერი წუთი, როდესაც ისინი მარტო არიან ამ ჯალათ დირექტორთან და ამ ჯალათ ოფიცრებთან.... იძალადეს, ისინი არიან საფრთხის ქვეშ. ამიტომ საზოგადოებას მინდა ვუთხრა ერთი კონკრეტული რამე: რაც მათ დაიცავთ, ეს არის თქვენი ხმაური, თქვენი აქტიურობა, თქვენი მოქმედება. ნებისმიერი პოსტი, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი უკმაყოფილო სიტყვა, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელსაც დაწერთ, ეხმარება ამ ბიჭებს. და მე დარწმუნებული ვარ, ოჯახი.... იმ მომენტამდე, როდესაც იქნება გამოცხადებული აქცია, და გარწმუნებთ, გარანტიას გაძლევთ, თუ გაივსება ქუჩა, ეს ბიჭები იქნებიან დაცულები. თუ გაივსება ქუჩა, და ბევრი ადამიანი გამოვა, ვერ გაბედავენ ეს მხდალი ჯალათები ამ რაღაცეების გაკეთებას.

მეორე (ეს იყო პირველი, მიმართვა საზოგადოებაზე). მეორე: მივმართავ ბადრაგებს, ოფიცრებს, რომლებიც მუშაობენ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. მე ვიცნობ, პირადად ვიცნობ ბევრ კეთილსინდისიერ, ძალიან პროფესიონალ, გულიან, ადამიანურ ოფიცრებს. მოგმართავთ თქვენ, გთხოვთ. მე ვიცი, რომ ეს თქვენთვის მიუღებელია. მე ვიცი, რომ ეს თქვენ გცხებთ ჩირქს სრულიად დაუმსახურებლად. ამიტომ გთხოვთ, თქვენც ამოიღეთ ხმა. დირექტორებო, თანამშრომლებო პენიტენციური სისტემის, ამოიღეთ ხმა. ნუ იქნება ეს საჯაროდ, თუ ამის გეშინიათ. ერთმანეთში შეთანხმდით, ამოიღეთ შიგნით, სისტემაში ხმა და მოითხოვეთ ამ ჯალათების გაგდება ამ სისტემიდან.

მესამე: ლევან იოსელიანი, წოდებული რაღაც სახალხო დამცველად თუ რაღაცად - სახალხო დამცველი კი არა, იქით დასაცავია, ლევან იოსელიანი დღეს, რაც არ უნდა სტატუსი ჰქონდეს ფორმალური, არის ერთადერთი ინსტიტუტი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია მუდმივად ციხეში შესვლა. ადგეს (დააძალეთ), კეთილი ინებოს, დააწესოს მორიგეობა და არც ერთი წუთით ეს ბიჭები არ დატოვოს მარტო არც ერთი წუთით. იმიტომ რომ ყოველი წუთი როდესაც ისინი დატოვებულები არიან მარტო, ისინი არიან პროვოკაციების და ძალადობის საფრთხის ქვეშ. მათ აქვთ განცდა, გარედან.... დასაბუთებული, რომ მათ რაღაცა მოუვათ. და აუცილებლად მოუვათ, თუ მოვადუნებთ ყურადღებას. ამიტომ ადგეს ეს იოსელიანი, რა უნდა ოფისში, როდესაც ადამიანები ასეთი საფრთხის ქვეშ არიან. ყველა მათი თანამშრომელი გაბრძანდეს, წაბრძანდეს, შებრძანდეს და აბსოლუტურად ყველა პატიმარმა დაინახოს მათი მხარდაჭერა.

და მეოთხე: დიდი მადლობა ადვოკატებს, რომლებიც ძალიან აქტიურობენ, შედიან, მე მინდა ვთხოვო დანარჩენ ადვოკატებსაც, რომ მეტია საჭირო. დავაწესოთ მორიგეობა ციხეში, დღის განმავლობაში, ექვს საათამდე მაინც თქვენ შეძლებთ, რომ იქ იყოთ, ესაუბროთ ამ პატიმრებს და ბადრაგებმაც, ამ მოძალადე ჯალათებმა დაინახონ, რომ ესენი მარტო არ არიან. გააკეთეთ ეს, დააწესეთ მორიგეობა და არ დატოვოთ არც ერთი წუთი მარტო. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, პატიმრები არიან დღეს მძევლები და მათ თავის დაცვა, თუ ჩვენ ეს ოთხი პუნქტი არ გავაკეთეთ, არ შეუძლიათ თავად.

მადლობა გიორგი დავითაძეს, ძალიან დიდი მადლობა ასე სხვა პატიმრებზე და საზოგადოებაზე ზრუნვისთვის".- აცხადებე ელენე ხოშტარია.

36 წლის გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა.

პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.

პატიმრის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ციხეში დავაწესოთ მორიგეობა, მოძალადე ჯალათებმა უნდა დაინახოთ, რომ პატიმრები მარტო არ არიან“
ელენე ხოშტარია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.