ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, სინამდვილეში რა მიზნები აქვს ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას - საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო მისია, ევროპარლამენტის მისია ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ დესტაბილიზაცია მოეხდინა

ეუთო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლითაც ეუთო შუალედურ არჩევნებზე არ მიიწვიეს. მისი თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ზოგჯერ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენება, რის მაგალითადაც მან საქართველოში ევროპული მისიების ვიზიტები დაასახელა.

შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, სინამდვილეში რა მიზნები აქვს ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას - საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო მისია, ევროპარლამენტის მისია ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ დესტაბილიზაცია მოეხდინა
შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, სინამდვილეში რა მიზნები აქვს ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას - საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო მისია, ევროპარლამენტის მისია ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ დესტაბილიზაცია მოეხდინაინტერპრესნიუსი

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუტების მიმართ ნდობის კრიზისია - ზოგადი უნდობლობა რომ არსებობს, ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ამის გამოხატულებაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ეუთოს სადამკვირვებლო მისია აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე არ მიეწვია.

მისი თქმით, სულ უფრო მეტად იყენებენ სადამკვირვებლო მისიებს იმისთვის, რომ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია მოახდინონ.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუტების მიმართ ნდობის კრიზისია. რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიებს არჩევნებზე, ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია მოახდინონ. საქართველო ამის ძალიან კარგი მაგალითია, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო მისია, ევროპარლამენტის მისია პირდაპირ ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ საქართველოსი დესტაბილიზაცია მოეხდინა და სიტუაცია აერია. მათ შორის ფაქტებით ვიცით, რომ ეს ორი დელეგაცია ზეწოლას ახდენდა ეუთო-ს დელეგაციაზე იმისთვის, რომ მათ თავდაპირველი დასკვნები შეეცვალათ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, სინამდვილეში რა მიზნები აქვს ხოლმე ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას. ზოგადი უნდობლობა რომ არსებობს ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ამის გამოხატულებაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის შუალედური არჩევნების მონიტორინგისთვის ეუთო არ მიიწვია.აღნიშნულ გადაწყვეტილებას სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები შეერთებულ შტატებში, მკვეთრად ეწინააღმდეგება თავისუფლების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენს არჩევნებს განსაზღვრავს“. სენატორის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როდესაც შეერთებული შტატების მთავრობა შუალედურ არჩევნებზე დასაკვირვებლად არ იწვევს ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA). ცნობისთვის, აშშ-ის შუალედური არჩევნები 2026 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუტების მიმართ ნდობის კრიზისია. რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიებს არჩევნებზე, ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია მოახდინონ. საქართველო ამის ძალიან კარგი მაგალითია, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო მისია, ევროპარლამენტის მისია პირდაპირ ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ საქართველოსი დესტაბილიზაცია მოეხდინა და სიტუაცია აერია. მათ შორის ფაქტებით ვიცით, რომ ეს ორი დელეგაცია ზეწოლას ახდენდა ეუთო-ს დელეგაციაზე იმისთვის, რომ მათ თავდაპირველი დასკვნები შეეცვალათ. აშშ-ის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, სინამდვილეში რა მიზნები აქვს ხოლმე ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას. ზოგადი უნდობლობა რომ არსებობს ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ამის გამოხატულებაა“
შალვა პაპუაშვილი
„ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები შეერთებულ შტატებში, მკვეთრად ეწინააღმდეგება თავისუფლების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენს არჩევნებს განსაზღვრავს“
ჯინ შაჰინი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.