ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დონალდ ტრამპმა არჩევნებზე ეუთოს სადამკვიდრებლო მისია არ მიიწვია

ეუთო

ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა 2026 წლის აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიწვევაზე. სენატორმა ჯინ შაჰინმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ზიანს აყენებს დემოკრატიასა და საზოგადოების ნდობას საარჩევნო სისტემის მიმართ.

დონალდ ტრამპმა არჩევნებზე ეუთოს სადამკვიდრებლო მისია არ მიიწვია
დონალდ ტრამპმა არჩევნებზე ეუთოს სადამკვიდრებლო მისია არ მიიწვიარუსთავი 2

ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა ეუთოს (OSCE) სადამკვირვებლო მისიის მიწვევაზე 2026 წლის აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე. გადაწყვეტილებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით ჯინ შაჰინი გამოეხმაურა.

როფორც სენატორმა შაჰინმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მიღებული ეს გადაწყვეტილება ვნებს დემოკრატიას და დარტყმას აყენებს საზოგადოების ნდობას ამერიკული საარჩევნო სისტემის მიმართ.

“სენატორი შაჰინი გმობს უპრეცედენტო ნაბიჯს აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაბლოკვის შესახებ

დღეს, აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უმცირესობის ლიდერმა, გამოაქვეყნა განცხადება მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლების მიწვევაზე 2026 წლის აშშ-ის შუალედური არჩევნების მონიტორინგისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, როდესაც შეერთებული შტატების მთავრობა შუალედურ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით არ იწვევს ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსა (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA).

„ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ მიიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები შეერთებულ შტატებში, ეწინააღმდეგება თავისუფლების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის იმ სულისკვეთებას, რაც ჩვენს არჩევნებს განსაზღვრავს. ეუთო აკვირდებოდა ყველა შუალედურ არჩევნებს შეერთებულ შტატებში 2002 წლიდან, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ამ პრაქტიკის გაგრძელებაზე უარის თქმა კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს საზოგადოების ნდობას ამერიკის უსაფრთხო და დაცული საარჩევნო სისტემის მიმართ.

მე ვიყავი ოფიციალური საარჩევნო დამკვირვებელი საქართველოში 2012 წელს და ყველაზე ბოლოს ბოსნია და ჰერცეგოვინაში 2022 წელს, ასე რომ, პირველწყაროდან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით დგომა არჩევნების სანდოობისადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად. ეუთო სწორედ ამას აკეთებს. ეს არის საზოგადოება - რომელიც შედგება შეერთებული შტატების მრავალი უახლოესი მოკავშირისგან - რომელმაც აიღო ვალდებულება, დააწესოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტები ერთმანეთისთვის. მოვუწოდებ ტრამპის ადმინისტრაციას, პატივი სცეს დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების როლს და უზრუნველყოს, რომ შეერთებული შტატები დაიცავს იმავე სტანდარტებს, რასაც ნებისმიერი სხვა დემოკრატიისგან ველოდებით.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.