პაპუაშვილი: საქართველოში სადამკვირვებლო მისიები ჩამოვიდნენ დესტაბილიზაციის მიზნით
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სადამკვირვებლო მისიები, კერძოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მისიები, საქართველოში დესტაბილიზაციის მიზნით ჩამოვიდნენ. მისი თქმით, ეს დელეგაციები ზეწოლას ახდენდნენ ეუთო-ს დელეგაციაზე დასკვნების შესაცვლელად და აგრეთვე აღნიშნა IRI-სა და NDI-ის ყალბი დასკვნების შესახებ 2024 წლის არჩევნებში.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის ნდობის კრიზისი საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუტების მიმართ. რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიებს არჩევნებზე, ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია მოახდინონ. საქართველო ამის ძალიან კარგი მაგალითია, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია, ევროპარლამენტის მისია პირდაპირ ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოეხდინა და აერია სიტუაცია. მათ შორის, ჩვენ ფაქტებით ვიცით, რომ ეს ორი დელეგაცია ზეწოლას ახდენდა ეუთო-ს დელეგაციაზე იმისთვის, რომ მათ თავდაპირველი დასკვნები შეეცვალათ.
ასე რომ, ყველამ იცის და ვინ თუ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო სამდამკვირვებლო მისიების, მათ შორის 2024 წლის არჩევნებში, როდესაც ვნახეთ IRI-ის და NDI-ის ყალბი დასკვნები.
ვინ თუ არა აშშ-ის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, სინამდვილეში რა მიზნები აქვს ხოლმე ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას. ზოგადი უნდობლობა რომ არსებობს ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ამის გამოხატულებაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაშალვა პაპუაშვილი – სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ ქვეყნებში, ასე რომ, ვინ თუ არა აშშ-მა და მისმა პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის სინამდვილეში რა მიზნები აქვს ზოგიერთ მისიას
შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე ეუთოს არ მიწვევასთან დაკავშირებით: ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ არის ნდობის კრიზისი საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ. ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ. საქართველოს ამის კარგი მაგალითია
შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, სინამდვილეში რა მიზნები აქვს ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას - საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო მისია, ევროპარლამენტის მისია ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ დესტაბილიზაცია მოეხდინა
"ვინ თუ არა აშშ-მა იცის სინამდვილეში რა მიზნები აქვს ხოლმე ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას" - შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც არჩევნებზე ეუთო არ მიიწვია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…