ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ირაკლი კობახიძე: გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წელი ავიაციის სექტორისთვის წარმატებული იყო, რადგან სამმა საერთაშორისო აეროპორტმა ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს უმასპინძლა. იგეგმება ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ექსპლუატაციაში შეყვანა, თბილისის აეროპორტის ინვესტიციით გაფართოება და მესტიისა და თელავის აეროპორტების მშენებლობა.

ირაკლი კობახიძე: გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით
ირაკლი კობახიძე: გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებითრუსთავი 2

2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი ავიაკომპანია და ავიამიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით.

"რეისების რაოდენობა გაიზარდა კონკრეტულად 16 პროცენტით. ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და მინდა აღვნიშნო, რომ ვადაზე ადრე შევა ექსპლუატაციაში ქუთაისის აეროპორტის ახალი 3,5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტის რესურსები მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ქუთაისი მოემსახურება ასევე დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია "ტავთან". გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამისათვის, ამ მოლაპარაკების შედეგად ჩვენ მოვიზიდეთ დამატებით 150 მილიონი ლარის ინვესტიცია და ამ ინვესტიციის შედეგად, გაორმაგდება მგზავრთა გამტარუნარიანობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაიზრდება 10 მილიონ მგზავრამდე. ასევე წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გაუმჯობესდა შემოსავლების მიღების პირობები სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოს ყოველწლიური შემოსავალი წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, გაიზრდება 3,5-ჯერ, რაც ნიშნავს 5 წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ ლარს დამატებით სახელმწიფოს სასარგებლოდ. მადლობა ამისთვის შესაბამის პირებს, ვინც იყო ჩართული მოლაპარაკებებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, თელავის და მესტიის აეროპორტების მშენებლობა აქტიურად არის განხორციელების ფაზაში.

"2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ასევე თელავის ახალი აეროპორტი, რომელიც არსებითად შიდა საავიაციო მიმოსვლისთვის იქნება გამოყენებული. ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რეისების რაოდენობა გაიზარდა კონკრეტულად 16 პროცენტით. ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და მინდა აღვნიშნო, რომ ვადაზე ადრე შევა ექსპლუატაციაში ქუთაისის აეროპორტის ახალი 3,5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტის რესურსები მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ქუთაისი მოემსახურება ასევე დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია "ტავთან". გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამისათვის, ამ მოლაპარაკების შედეგად ჩვენ მოვიზიდეთ დამატებით 150 მილიონი ლარის ინვესტიცია და ამ ინვესტიციის შედეგად, გაორმაგდება მგზავრთა გამტარუნარიანობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაიზრდება 10 მილიონ მგზავრამდე. ასევე წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გაუმჯობესდა შემოსავლების მიღების პირობები სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოს ყოველწლიური შემოსავალი წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, გაიზრდება 3,5-ჯერ, რაც ნიშნავს 5 წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ ლარს დამატებით სახელმწიფოს სასარგებლოდ. მადლობა ამისთვის შესაბამის პირებს, ვინც იყო ჩართული მოლაპარაკებებში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ასევე თელავის ახალი აეროპორტი, რომელიც არსებითად შიდა საავიაციო მიმოსვლისთვის იქნება გამოყენებული. ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.