ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: მოვუწოდებთ მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა და შეამციროთ რისკები

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას სარძევე ჯირკვლის სკრინინგის უფასო პროგრამით სარგებლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში 40-დან 70 წლამდე ქალებს შეუძლიათ ჩაიტარონ მამოლოგიური და მამოგრაფიული კვლევები, რათა დროულად მოხდეს დაავადებათა პრევენცია და რისკების შემცირება.

კახა კალაძე: მოვუწოდებთ მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა და შეამციროთ რისკები
კახა კალაძე: მოვუწოდებთ მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა და შეამციროთ რისკებიიმედინიუსი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ისარგებლონ მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამით, რომელიც სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამით 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ სრულიად უფასოდ ისარგებლონ.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანია ონკოლოგიური დაავადების პრევენციის მიზნით, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება. თბილისის მერია, „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებში, სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს. პროგრამა ითვალისწინებს მამოლოგთან კონსულტაციას/გასინჯვას და მამოგრაფიულ კვლევას. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ჯანმრთელობა უსურვა ყველას და აღნიშნა, რომ დაავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიღება რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ყველას, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა, ისარგებლეთ ამ კვლევებით, რათა დაიცვათ თქვენი, თითოეული ქალის ჯანმრთელობა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებიც პრევენციულ ხასიათს ატარებს, ამცირებს რისკებს და გაწვდით ინფორმაციას თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოა. შესაბამისად, დროული დიაგნოსტიკა და სიმპტომების გამოვლენამდე სკრინინგული კვლევის რეგულარულად ჩატარება, დაავადების განვითარებისა და ლეტალობის რისკის შემცირების წინაპირობაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის პროგრამას „ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ დიდუბის, გლდანის, საბურთალოს და ვარკეთილის ფილიალების გარდა, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.

წლის დასაწყისიდან დღემდე სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა. დაფინანსდა 34 675 შემთხვევა. აქედან 97% „ეროვნულ სკრინინგ ცენტრზე“ მოდის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანია ონკოლოგიური დაავადების პრევენციის მიზნით, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება. თბილისის მერია, „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებში, სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს. პროგრამა ითვალისწინებს მამოლოგთან კონსულტაციას/გასინჯვას და მამოგრაფიულ კვლევას. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგია“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, თბილისში ძუძუს კიბოს სკრინინგის კვირეული მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები