დონალდ ტრამპი - საფრანგეთში ისლამი ოდესღაც დიადი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში მიმდინარე მოსწავლეთა პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქმე ეხება არა სკოლებს, არამედ ისლამს, რომელიც ქვეყნის დაპყრობას ცდილობს.

საფრანგეთში ისლამი ოდესღაც დიადი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი
საფრანგეთში მიმდინარე სკოლის მოსწავლეების პროტესტებს.
„ის, რაც საფრანგეთში ხდება სხვა არაფერია, თუ არა უკონტროლო მასობრივი მიგრაცია. ეს სკოლებზე არაა, ეს ისლამზეა, რომელიც ოდესღაც დიადი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს!” - წერს ტრამპი.
ცნობისთვის, საფრანგეთში მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ. საფრანგეთის მასშტაბით მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 85 პროცენტი არასრულწლოვანია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიატრამპი: საფრანგეთში მიმდინარე პროცესები სხვა არაფერია, თუ არა უკონტროლო მასობრივი მიგრაცია
ტრამპი: ის, რაც საფრანგეთში ხდება, უმართავი მასობრივი მიგრაციის შედეგია - ეს სკოლებს არ ეხება, ეს ეხება ისლამის სურვილს, ხელში ჩაიგდოს ოდესღაც დიადი ქვეყანა
დონალდ ტრამპი - საფრანგეთში ისლამი ოდესღაც დიადი ქვეყნის დაპრყობას ცდილობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…