პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ჩაკეტეთ საზღვრები, სანამ გვიან არ არის“ - ტრამპი საფრანგეთში არეულობას იმიგრაციას უკავშირებს

დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობას საიმიგრაციო პოლიტიკა დაუკავშირა და მოუწოდა, ჩაკეტონ საზღვრები და კონტროლი აიღონ, სანამ გვიან არ არის.

„ჩაკეტეთ საზღვრები, სანამ გვიან არ არის“ - ტრამპი საფრანგეთში არეულობას იმიგრაციას უკავშირებს
BM.GE

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბურ არეულობას გამოეხმაურა და განვითარებული მოვლენები ქვეყანაში არსებულ საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა.

„საფრანგეთი იწვის! სრულიად განსხვავებული სამყაროდან ადამიანების იმიგრაციამ იმ ადამიანების, რომლებსაც გულში სიძულვილი აქვთ — ეს ოდესღაც დიდებული ქვეყანა დაანგრია. ჩაკეტეთ თქვენი საზღვრები და აიღეთ კონტროლი, სანამ გვიან არ არის!“, - განაცხადა ტრამპმა.

საფრანგეთში საპროტესტო ტალღა თავდაპირველად სტუდენტებისა და მოსწავლეების გამოსვლებით დაიწყო, რომლებიც სკოლებში პერსონალის დამატებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვდნენ. მოგვიანებით პროტესტი გაფართოვდა და მას შეუერთდნენ პროფკავშირები და მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრების გაძვირებასა და საჯარო სერვისების მდგომარეობას აპროტესტებენ.

მშვიდობიანი დემონსტრაციები დროთა განმავლობაში ძალადობაში, შენობებისა და ავტომობილების გადაწვასა და მაღაზიების ძარცვა-რბევაში გადაიზარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდონალდ ტრამპი: საფრანგეთი იწვის! სრულიად სხვა სამყაროდან ჩამოსულმა იმიგრაციამ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც გულში სიძულვილი აქვთ, ეს ოდესღაც დიდი ქვეყანა დაანგრიეს. ჩაკეტეთ თქვენი საზღვრები
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი: საფრანგეთში მიმდინარე პროცესები სხვა არაფერია, თუ არა უკონტროლო მასობრივი მიგრაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები