საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი რამდენიმე ქალაქში გამოიყენა
საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხა. შეტაკებების შედეგად ასობით ადამიანი და დაშავდა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საგანგებო შეხვედრა გამართა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პროტესტი მიგრაციის პროცესს დაუკავშირა.

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა - ქუჩებში სკოლის მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები და მშობლებიც გამოვიდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი რამდენიმე ქალაქში გამოიყენა, მათ შორის, პარიზში, სტრასბურგში, რენსა და ტულუზაში.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ათობით ქალაქში გამართულ აქციებში 250 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორების თქმით კი, მონაწილეთა რაოდენობამ 450 000-ს მიაღწია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ კანონმდებლებს აცნობა, რომ შეტაკებების შედეგად სულ მცირე 215 მოზარდი და სკოლის პერსონალის 85 წარმომადგენელი დაშავდა. პრემიერის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ დაშავდა 700-ზე მეტი პოლიციელი.
BFM იუწყება, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს საგანგებო შეხვედრაზე ლეკორნიუ და სხვა მაღალი რანგის მინისტრები მიიწვია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები საფრანგეთში მიგრაციის უკონტროლო პროცესის დასტურია. „ის, რაც საფრანგეთში ხდება სხვა არაფერია, თუ არა უკონტროლო მასობრივი მიგრაცია. საქმე სკოლებს არ ეხება; საქმე ეხება ისლამის სურვილს, ხელში ჩაიგდოს ოდესღაც დიადი ქვეყანა“, - დაწერა მან Truth Social-ზე.
ცნობისთვის, საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო აქციები სექტემბერში დაიწყო. მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 85 პროცენტი არასრულწლოვანია.
ციტატები სტატიიდან
„ის, რაც საფრანგეთში ხდება სხვა არაფერია, თუ არა უკონტროლო მასობრივი მიგრაცია. საქმე სკოლებს არ ეხება; საქმე ეხება ისლამის სურვილს, ხელში ჩაიგდოს ოდესღაც დიადი ქვეყანა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.