სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში პარკი მოეწყო
სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 16 ჰექტარზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ეს რეკრეაციული სივრცე, ზღვისუბნის პარკის შემდეგ, მასშტაბით დედაქალაქში სიდიდით მეორეა და ის სხვადასხვა სპორტულ, საბავშვო და მოსასვენებელ სივრცეებს მოიცავს.

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩა N3-ში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 16 ჰექტარზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული რეკრეაციული სივრცე, ზღვისუბნის პარკის შემდეგ, მასშტაბით დედაქალაქში სიდიდით მეორეა.
„პროექტის ფარგლებში, ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. პარკში განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე, მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი და მცირე ზომის ველოტრეკი, ასევე, კინოლოგიური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დარჩენილია მცირე მასშტაბის სამუშაოები, რაც რამდენიმე დღეში დასრულდება.
„ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, რითაც ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. უახლოეს დღეებში ადგილზე მივალთ და დავათვალიერებთ განხორციელებულ სამუშაოებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ციტატები სტატიიდან
„პროექტის ფარგლებში, ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. პარკში განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე, მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი და მცირე ზომის ველოტრეკი, ასევე, კინოლოგიური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის“
„ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, რითაც ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. უახლოეს დღეებში ადგილზე მივალთ და დავათვალიერებთ განხორციელებულ სამუშაოებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…