დედაქალაქის ყველაზე მწვანე და პრესტიჟულ დასახლებაში ტყე-პარკის რეაბილიტაცია დაიწყო - წყნეთს მალე განახლებული რეკრეაციული სივრცე ექნება
წყნეთში 4 000 კვადრატულ მეტრზე ტყე-პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც კახა კალაძე გაეცნო. დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონი ლარით დაფინანსებული პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

წყნეთს მალე განახლებული რეკრეაციული სივრცე ექნება. 4 000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე ახალი პარკი გაშენდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წყნეთის ტყე პარკი, რომელიც წლების განმავლობაში ადგილობრივების თავშეყრის მთავარი ადგილი იყო განახლებული იერსახით ერთ თვეში დაბრუნდება.
გასართობი სივრცეები, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, დასასვენებელი პავილიონები- ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. პროექტის დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. ამ დროისთვის ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა და საჭირო ინფრასტრუქტურა.
გარემოზე ზრუნვა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა- დედაქალაქის მერიის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დღეს კახა კალაძე გაეცნო.
წყნეთის ტყე პარკის ტერიტორიაზე პარკის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონი ლარით დაფინანსდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.