მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, 8 500 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია ხორციელდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, 8 500 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობისთვის მრავალფუნქციური სივრცე და ამფითეატრი მოეწყობა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, N33 და N34 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიაზე თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა.
„სამუშაოები, დაახლოებით, 8 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობისთვის თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, განათების ქსელი; დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, სრულად განახლდება საპარკო ავეჯი - დაიდგმება სკამები და ურნები; სრულად განახლდება საფეხბურთო მოედანი და მოეწყობა ამფითეატრი, რომელიც მოსახლეობისთვის დამატებით საზოგადოებრივ სივრცეს შექმნის“, - განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გამწვანებას - ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები და კეთილმოეწყობა მწვანე სივრცეები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…